სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯორჯაძე.

ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე (დ. 8 ოქტომბერი, 1919 სოფ. საბუე, დღ. ყვარლის მუნიციპალიტეტი — გ. 24 სექტემბერი, 1992) — ქართველი არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი, სამხედრო მეცნიერი, თეორეტიკოსი. ერთადერთია ქართველ გენერლებს შორის, რომელიც ერთდროულად იყო სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1959), რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1973) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979–1992).

ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1919
დაბადების ადგილი სოფ. საბუე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 24 სექტემბერი, 1992 (72 წლის)
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები
წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი სამამულო ომის I ხარისხის ორდენი სამამულო ომის I ხარისხის ორდენი სამამულო ომის I ხარისხის ორდენი წითელი დროშის ორდენი

1940 წელს დაამთავრა ფელიქს ძერჟინსკის სახელობის სამხედრო საარტილერიო აკადემია. 1940–1941 წლებში სწავლობდა იმავე აკადემიაში ადიუნქტურაში.

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, იბრძოდა დასავლეთის მიმართულებით, ბრიანსკის, კალინინის, სტალინგრადის, ცენტრალურ, ბელორუსიის I და II ფრონტებზე. მეთაურობდა საარტილერიო დივიზიონს, უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის 240-ე და 1355-ე საარტილერიო პოლკებს. იყო 28-ე წითელდროშოვანი კუტუზოვის II ხარისხის ორდენოსანი საზენიტო-საარტილერიო დივიზიის შტაბის უფროსი. თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე (1946–1975) ხელმძღვანელობადა კათედრებს მოსკოვის სამხედრო აკადემიებში. 1946–1962 წლებში ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1962–1965 წლებში იყო ჩრდილოეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილე, საჰაერო თავდაცვის სარდალი. 1965–1980 წლებში კვლავ პედაგოგიურ საქმიანობას გენშტაბის აკადემიაში დაუბრუნდა.

26 წლის ოფიცერმა ჯერ კიდევ 1943 წელს შეიმუშავა სროლის ახალი მეთოდი, რომელიც საარტილერიო წესდებაში შევიდა. იყო ავტომატიზირებული მართვის სისტემების ცნობილი სპეციალისტი საბჭოთა კავშირში. მრავალი შრომისა და წიგნის ავტორია სამხედრო საქმის სხვადასხვა საკითხზე, რომელიც ქვეყნის დავდაცვისუნარიანობას ემსახურება.

მიღებული აქვს 12 ორდენი და 16 მედალი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • დოლიძე ლ., გენერლები საქართველოდან, გვ. 691, თბ., 2003;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება