ირაკლი სამსონაძე

ქართველი დრამატურგი და მწერალი

ირაკლი სამსონაძე (დ. 31 მაისი, 1961, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი დრამატურგი, მწერალი.

ირაკლი სამსონაძე
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1961(1961-05-31)[1] (62 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა დრამატურგი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია და პრემია „საბა“

ბიოგრაფია რედაქტირება

ირაკლი (ლაშა) გივის ძე სამსონაძე დაიბადა 1961 წლის 31 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1978-1983).

1985 წელს ჟურნალ “ხელოვნებაში” გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა “შუაღამისას”.

1992-1996 წლებში იყო ალმანახ “დრამატურგიის” მთავარი რედაქტორის მოადგილე, ხოლო 1996-98 წებში – ამავე ალმანახის მთავარი რედაქტორი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

არის საქართველოს მწერალთა კავშირის და თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი 1986 წლიდან დღემდე.

1988-1989 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” შემოქმედებით სახელოსნოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა რეზო თაბუკაშვილი, შექმნილი აქვს სცენარები.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • „ტრიპტიქი“, თბილისი, "მერანი", 2000 წელი, (პიესები) – ISBN 99929-16-08-2.
  • „გარეუბანი“, თბილისი, გამომცემლობა "სანი", 2003 წელი, (მოთხრობები) - ISBN 99940-705-7-6.
  • „ყურთბალიში“, თბილისი, გამომცემლობა "არეტე", 2004 წელი (რომანი) – ISBN 99940-810-0-4
  • „ინდაურის კვერცხი“, თბილისი, გამომცემლობა "არეტე", 2010 წელი – ISBN 978-99940-054-13-8
  • „ლეას საათი“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2011 წელი (რომანი)
  • „ღრუბელი, სახელად დარინდა“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2012 წელი (რომანი)
  • „შემკრთალი ქუჩა“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2013 წელი (ნოველები)
  • „კომედიიდან ტრაგედიამდე აბსურდის ბილეთით“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2013 წელი (პიესები)
  • „ქელეხი ქარში“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2016 წელი (მოთხრობა)
  • „ქელეხი-ქორწილი“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2019 წელი (რომანი)

მისი სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები რედაქტირება

საქართველოს თეატრებში დადგმული სპექტაკლები რედაქტირება

  • “შუაღამისას” - ახალციხის თეატრი, 1985 წელი, რეჟისორი გ. მაცხონაშვილი.
  • “ბედნიერი ბილეთი” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟისორი გია ანთაძე.
  • “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1990-91 წლების სეზონი, რეჟისორები: გოგა თავაძე და გ. ბარაბაძე, დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.
  • “იქ სადაც ღვარად მოედინება” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1995-96 წლების სეზონი, რეჟისორი გ. თავაძე.
  • “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 2006, 2007 და 2010 წლების სეზონი, რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე.
  • “ბედნიერი ბილეთი” - მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟ. შალვა გაწერელია.
  • “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” – მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 1990-91 წლების სეზონი, რეჟისორი შალვა გაწრელია.
  • “შუაღამისას” - ახმეტელის თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟისორი მარლენ ბესტავაშვილი.
  • “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” – ახმეტელის თეატრი, 1991-92 წლების სეზონი, რეჟიოსორი გიორგი შალუტაშვილი.
  • “მეხუთე პერსონაჟი” – ახმეტელის თეატრი, 2007-008 წლების სეზონი, რეჟ. გ. შალუტაშვილი.
  • “იქ, სადაც ღვარად მოედინება” - რუსთავის დრამატული თეატრი, 1995-96 წლების სეზონი, რეჟისორი კ. აბაშიძე.
  • “ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის” – რუსთავის დრამატული თეატრი, 1996-97 წლების სეზონი, რეჟისორი ლ. სვანაძე.
  • “ინდაურ ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” - საბავშვო ზღაპარი რეჟისორი კ. აბაშიძე , 1996-97 წლების სეზონი.
  • “აბეშურა – ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი” - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 2003 – 04 წლების სეზონი, რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე.
  • “ბებო მარიამი, ანუ ტრადიციული ქართული სუფრა” - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 2005-06 წლების სეზონი, რეჟისორი ნ. ლორთქიფანიძე.
  • “ხილვები გზაგასაყართან” - ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2003 – 04 წლების სეზონი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია.
  • ” მეხუთე პერსონაჟი” - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2007 – 08 წლების სეზონი, რეჟისორი გ. შალუტაშვილი.
  • “სიყვარული კვარცხლბეკზე - “თეატრში ათონელზე”, 2007 წელი, რეჟისორი ანდრო ენუქიძე.
  • “კონსენსუსი” - 2008 წელი, რეჟისორი დ. ქვარცხავა.
  • “საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში”[მკვდარი ბმული] - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2005-06 წლების სეზონი.
  • 2007 წელს რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელდა პირველი ქართული თეატრალური სერიალი “13-12 = 1″ (სერიალის ავტორი – ი. სამსონაძე, რეჟისორი – ნ. ხუსკივაძე, დადგმის ხელმძღვანელი რ.სტურუა).
  • "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით" (კომიკური იგავი ერთ მოქმედებად, გიორგი თავაძესთან თანაავტორობით)[მკვდარი ბმული]
  • "დაბოლილი მთვარე გაპრიალებულ იატაკზე" (ირაკლი სამსონაძის და გოგა თავაძის კომიკური იგავი) – შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 2009–10 წლების სეზონი, რეჟისორი გოგა თავაძე

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება