იოშიჰიდე სუგა (იაპონ. 菅 義偉; დ. 6 დეკემბერი 1948) — იაპონელი პოლიტიკოსი და იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ის მსახურობდა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურ მდივნად პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს კაბინეტში 2012-2020 წლებში და ასევე იკავებდა იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრის თანამდებობას 2006-2007 წლებში.

იოშიჰიდე სუგა
იაპონ. 菅 義偉
იოშიჰიდე სუგა იაპონ. 菅 義偉
იაპონიის 63-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 სექტემბერი, 2020 – 4 ოქტომბერი, 2021
მონარქი  ნარუჰიტო
წინამორბედიშინძო აბე
მემკვიდრეფუმიო კიშიდა

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 დეკემბერი 2012 – 16 სექტემბერი 2020
მონარქი  აკიჰიტონარუჰიტო

დაბადებული1948 წლის 6 დეკემბერი
მოქალაქეობაიაპონიის დროშა იაპონია
ეროვნებაიაპონელი
პოლიტიკური პარტიალიბერალურ-დემოკრატიული პარტია (იაპონია)

იოშიჰიდე სუგა დაიბადა მარწყვის მომყვანი ფერმერების ოჯახში აკიტას პრეფექტურაში. საცხოვრებლად ტოკიოში გადასვლისა და უმაღლესის სკოლის დასრულების შემდეგ, მან ჩააბარა ჰოსეის უნივერსიტეტში. ჰოსეის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ 1975 წელს იოშიჰიდე გახდა დეპუტატ ჰიკოსაბურო ოკონოგის დამხმარე. 1987 წელს სუგა აირჩიეს ქალაქ იოკოჰამას მუნიციპალურ ასამბლეაში (საკრებულოში) .[1] 1996 წელს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სახელით კენჭი იყარა პარლამენტის არჩევნებში. კანაგავას პრეფექტურის მეორე ოლქში გამარჯვების შემდეგ, იოშიჰიდე სუგა იაპონიის პარლამენტის წევრი გახდა.


სქოლიო რედაქტირება

  1. „Japan’s Next Prime Minister Emerges From Behind the Curtain“. The New York Times. 14 September 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 September 2020. ციტირების თარიღი: 16 September 2020.