იოსებ ისარლიშვილი

იოსებ ლუკას ძე ისარლიშვილი (ისარლოვი) [დ. 3 (15) ივლისი, 1862 — გ. 1920 შემდეგ] — რუსეთის იმპერიის არმის გენერალ-მაიორი (1914).

ი. ისარლოვი 1903 წლის კოსტუმირებულ წვეულებაზე პეტერბურგის „ზამთრის სასახლეში“.

მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ქართველი ლიტერატორის და ცენზორის ლუკა ისარლიშვილის შვილი. 1882 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, 1884 წელს — ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. მსახურობდა ლაიბგვარდიის ცხენოსან-გრენადერთა პოლკში, გვარდიაში. 1905 წელს მი­ე­ნიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1910–1914 წლებში მეთაურობდა ასტრახანის მე-8 დრაგუნთა პოლკს. I მსოფლიო ომის (1914–1918) დასაწყისში მონაწილეობდა ბრძოლებში პოლონეთის ტერიტორიაზე, მოგვიანებით კი გადაიყვანეს კავკასიის ფრონტზე. 1914–1915 წლებში მეთაურობდა კავკასიის საკავალერიო დივიზიის მე-2 ბრიგადას, 1915–1917 – ამავე დივიზიის I ბრიგადას. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის (I, II), წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვა­და­სხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება