იოსებ ბაქრაძე

ქართველი პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაქრაძე.

იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე (დ. 14 თებერვალი [ ძვ. სტ. 1 თებერვალი], 1850, სოფ. არბო, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 27 მაისი [ ძვ. სტ. 14 მაისი], 1904, თბილისი) ― ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

იოსებ ბაქრაძე
დაბადების თარიღი 1 (13) თებერვალი, 1850
დაბადების ადგილი არბო, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 (27) მაისი, 1904 (54 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ჟურნალ-გაზეთებში ― „დროებაში“, „ივერიაში“, „მნათობსა“ და „კვალში“ - აქვეყნებდა ლექსებს, წერილებსა და თარგმანებს.

ბაქრაძე ქართველ ხალხოსნებთან ერთად იღვწოდა, მონაწოლეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, ზრუნავდა ქართული თეატრის რეპერტუარისთვის. გ. სუნდუკიანთან ერთად თარგმნა მისი პიესები „პეპო“ (1895), „ხათაბალა“, „კიდევ ერთი მსხვერპლი“. მანვე თარგმნა ჯ. ბაირონის „ჩაილდ-ჰაროლდი“ („ივერია“, 1879), ვ. სკოტის „აივენგო“ (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1895, 1938), ვ. ალფიერის „ვირგინია“ (1873), კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი" (1892) და „პაცის ჯალადობა“, ვ. პოტოს „საქართველო და მისი ისტორიული წარსული დრო“ (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1894). ბაქრაძის ზოგი ორიგინალური თუ თარგმნილი ლექსი ― „მე ქართველი ვარ!“, „სიმღერა“ ("არც სახლი მაქვსმ არც კარი“), ჰაინეს "ტურფავ, ტურფავ“ და სხვა ხალხურ სიმღერებად იქცა. ბაქრაძის ფსევდონიმებია „ი. ელაქიძე“, „ი. ოქრიაშვილი“, „გ. თენაძე“, „გ. ციმაკურიძე“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბურჯანაძე ქ., რამდენიმე სიტყვა XIX საუკუნის ერთ მივიწყებულ პოეტზე, «ცისკარი», 1972, № 6;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება