იოსებ ალავერდელი, ამბა ალავერდელისაქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა. მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას დააარსა ალავერდის მონასტერი (აუგია წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, დასაფლავებულია იქვე). მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთის ამ მხარეში ქრისტიანობის განმტკიცებას.

იოსებ ალავერდელი
დაიბადა სირია
გარდაიცვალა ალავერდი
ხსენების დღე 28 სექტემბერი და 15 სექტემბერი
მოღვაწეობა ბერი

იოსებ ალავერდელი იხსენიება ასურელი მამების — დავით გარეჯელის, შიო მღვიმელის — „ცხოვრებათა“ მეტაფრასულ რედაქციებში (XII საუკუნე). XVIII საუკუნეში შეუდგენიათ იოსებ ალავერდელის სვინაქსარული „ცხოვრება“.

ლიტერატურა რედაქტირება