იორკშირ ტერიერი (ინგლ. Yorkshire Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთშიში XIX საუკუნეში.

იორკშირ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 2,5-3,5 კგ.
სიმაღლე 22,5-23,5 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტერიერების ჯიში XIX საუკუნეში უესტრაიდინგის მხარეში (ინგლისი, იორკშირის საგრაფო) გაჩნდა. ის მიიღეს ადგილობრივმა მეშახტეებმა, რომლებსაც უნდოდათ პატარა ტერიერის მიღება, რომლის ჯიბით ტარებას შეძლებდნენ. შესაძლოა მის მისაღებად შეაჯვარეს შავი-ხორბლისფერი ტერიერი, პეისლი და ქლაიდსდეილ ტერიერები. დღესდღეობით ეს სიცოცხლისმოყვარული „ენერგიის გროვა“ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ძაღლია დიდ ბრიტანეთში. თითქმის ასევე პოპულარულია იორკშირი ევროპის ქვეყნებში და ჩრდილოეთ ამერიკაში: ის ჰარმონიულად ითავსებს მინიატურული ძაღლების საუკეთესო თვისებებს. ზოგიერთი პატრონი, არასწორი მოპყრობით უკარგავს მათ რაიმეს სწავლის სურვილს. გარდა ამისა, ძალიან ინტენსიურმა მომრავლებამ გამოიწვია ნერვული, ან ძალიან რბილი ხასიათის მქონე, ძაღლების გაჩენა, მაგრამ ჯერჯერობით მათი რაოდენობა დიდი არ არის.

ტიპური იორკშირი დინამიური ძაღლია და ბოლომდე გააზრებული არ აქვს თავისი პატარა ზომები. არაჩვეულებრივად ცოცხალი და თამაშის მოყვარული, მას, როგორც ჩანს, მართლაც უშრეტი ენერგია აქვს. ძაღლის ზომის შემცირებამ განაპირობა მიდრეკილება სხვადასხვა დაავადების მიმართ (ღრძილების დაავადებები, ტრაქეის შევიწროება და სხვა). იორკშირული ტერიერი კარგად ეგუება სიცხეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ძნელად იწვრთნება, ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს, კარგი მოდარაჯეა. აქვს გრძელი წვერი და ულვაშები, ბალანი საერთოდ სწორი და გრძელია მთელ სხეულზე და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ბალანმა თვალები რომ არ დაუფაროს, შუაზე ყოფენ ან ლენტით კრავენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: