იოანე I აქსუხოსი დიდი კომნენოსი (ბერძ. Ιωάννης Α΄ Αξούχος Μέγας Κομνηνός; დ. ? – გ.1238, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია) — ტრაპიზონის იმპერიის მესამე იმპერატორი 1235–1238 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. ალექსი I-ისა და თეოდორა აკსუხინას უფროსი შვილი. მამის გარდაცვალების დროს, 1222 წელს არასრულწლოვანი იყო და სამეფო ტახტი მისმა დის ქმარმა ანდრონიკე I-მა დაიკავა, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1235 წელს, საიმპერატორო ტახტი მის ხელში გადავიდა. მეფობდა სამი წლის მანძილზე. გარდაიცვალა ჩოგბურთის თამაშის დროს. მისი შვილი მონასტერში მოღვაწეობდა, ამიტომ ტახტზე ადის ალექსი კომნენოსის უმცროსი შვილი მანუელ I.

იოანე I აკსუხი დიდი კომნენოსი
Ιωάννης Α΄ Αξούχος Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის მე-3-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1235
მმართ. დასასრული: 1238
წინამორბედი: ანდრონიკე I
მემკვიდრე: მანუელ I
გარდ. თარიღი: 1238
გარდ. ადგილი: ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია
დინასტია: კომნენოსები

ლიტერატურა რედაქტირება

  • ყაუხჩიშვილი, ს., მიქელ პანარეტოსი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 167.
  • The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება