სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე მტბევარი — X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. როგორც ტბეთის სახარების (995) მინაწერიდან ჩანს, 978-იდან ტბეთის ეპისკოპოსი ყოფილა, 995 კი მაწყვერელად დაუდგენიათ. მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“ (978-988) დაცულია VII-IX საუკუნეების ბერძენ ავტორთა ჰიმნების თარგმანები, რომლებიც იოანე მტბევარს ეკუთვნის. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი მოკაზმული.

იოანე მტბევარი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება