იოანა ქუჩურადი (თურქ. İoanna Kuçuradi; დ. 4 ოქტომბერი 1936, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი ფილოსოფოსი.[1] თურქეთის ფილოსოფოსთა საზოგადოების პრეზიდენტი და მალთეფეს უნივერსიტეტის სრული განაკვეთის აკადემიკოსი.[2]

იოანა ქუჩურადი
თურქ. İoanna Kuçuradi
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1936(1936-10-04) (87 წლის)
დაბადების ადგილი სტამბოლი
საქმიანობა ფილოსოფოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა  თურქეთი
ალმა-მატერი სტამბოლის უნივერსიტეტი და Zappeio Parthenagogeio
ჯილდოები გოეთეს მედალი, კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ და honorary doctor of the University of Crete

ბიოგრაფია რედაქტირება

წარმოშობით ბერძენი ქუჩურადი დაიბადა 1936 წლის 4 ოქტომბერს, სტამბოლში, თურქეთი. 1954 წელს სტამბოლში ზაპეიონის გოგონებისთვის ბერძნული გიმნაზიის დასრულების შემდეგ, იგი სწავლობდა ფილოსოფიას სტამბოლის უნივერსიტეტში, რომელიც 1959 წელს ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. 1965 წელს მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში. იოანა ქუჩურადი მუშაობდა ასისტენტ პროფესორად თავის მშობლიურ და ერზურუმის ათათურქის უნივერსიტეტში.[3]

იგი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის, სადაც იგი ასევე ასწავლიდა ფილოსოფიას, როგორც ფილოსოფიის პროფესორი. 1997-2005 წლებში, ქუჩურადი ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა და ფილოსოფიის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი იყო. 1998 წლიდან იუნესკოს ფილოსოფიის კათედრის მფლობელია. 2006 წლიდან ქუჩურადი ასწავლის ფილოსოფიას და არის მალთეფეს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა და ფილოსოფიის კვლევითი ცენტრის დირექტორი.[4]

თანამდებობები რედაქტირება

იოანა ქუჩურადი 1998 წლიდან ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტის იუნესკოს ადამიანის უფლებათა და ფილოსოფიის კათედრის მფლობელია, ხოლო 2009 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის დირექტორია.[5]

1959 წლიდან მუშაობდა სტამბოლის, ათათურქის, ჰაჯეთეფესა და იედითეფეს უნივერსიტეტებში.

ჯილდოები რედაქტირება

ქუჩურადიმ მიიღო უამრავი ჯილდო, მათ შორის:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Interview with Ioanna Kuçuradi, Turkish philosopher. UNESCO - Media Services. ციტირების თარიღი: 13 October 2010.
  2. Turkey. UNESCO. ციტირების თარიღი: 13 October 2010.
  3. Interview with Ioanna Kuçuradi, Turkish philosopher
  4. Başkaldırıdan Felsefeye: İoanna Kuçuradi
  5. Prof. Ioanna Kuçuradi: Acı çekmemizin nedeni bilgisizlik!