ინწობა

მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში

ინწობამდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 83 კმ².[1] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობაზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა, საშუალო ხარჯი საბუესთან 1,26 მ³/წმ. ქვემო დინებაში იყენებენ სარწყავად.[1] მდინარე ინწობაზე არის ჰიდროელექტროსადგური.[2] მარჯვნიდან იერთებს მდინარე ბოლიას.

ინწობა

ინწობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ყვარლის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე)
მარჯვენა შენაკადები ბოლია
სათავე კახეთის კავკასიონი
42°07′29″ ჩ. გ. 45°45′27″ ა. გ. / 42.124972° ჩ. გ. 45.757722° ა. გ. / 42.124972; 45.757722
შესართავი ალაზანი
41°58′04″ ჩ. გ. 45°37′40″ ა. გ. / 41.968000° ჩ. გ. 45.627972° ა. გ. / 41.968000; 45.627972
სიგრძე 22 კმ
აუზის ფართობი 83 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1,26 მ³/წმ
ინწობა — საქართველო
ინწობა
ინწობა
ინწობა — კახეთის მხარე
ინწობა
ინწობა
— სათავე, — შესართავი

აღსანიშნავია, რომ ძველი ქალაქი გრემი ლოკალიზდება დღევანდელი სოფელი გრემის სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე ინწობის შუა წელის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებული გორაკის, გრემის მთავარანგელოზის ანსამბლის გარშემო, ალაზნის ვაკეზე.[3] ინწობის ხეობაში ზღვის დონიდან 480 მ სიმაღლეზე გაშენებულია სოფელი გრემი. მდინარის ნაპირებზეა სხვა დასახლებული პუნქტებიც.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 306.
  2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2016-06-26.
  3. გრემი — ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი