ინქვილინიზმი (ლათ. inquilinus „მომხდური“) — კომენსალიზმის ფორმაა, რაც მდგომარეობს სხვა ცხოველის საცხოვრებელში შეჭრაში, რასაც ჩვეულებრივ მოყვება მასპინძლის დაღუპვა, ხოლო საცხოვრებელს იყენებს მომხდური (მაგ., ზოგიერთი ბუზი კვერცხებს დებს ცოცხალი მოლუსკების ნიჟარებში, სადაც გამოჩეკილი მატლები იკვებებიან მასპინძლის ქსოვილებით, ხოლო ნიჟარას იყენებენ თავშესაფრად).

ლიტერატურა რედაქტირება

  • გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე, „ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები“, თბ., 2011