ინტრონებიდნმ-ის ის უბნები, რომელთა ასლებიც იშლება პირველადი ტრანსკრიპტიდან და ისინი აღარაა ზრდასრულ რნმ-ში.

ადამიანის CDK4 გენის პრე-ი-რნმ-ის ნუკლეოტიდური მიმდევრობის სქემა. მიმდევრობის დიდ ნაწილს ინტრონები იკავებენ (ნაჩვენებია ნაცრისფრად)

ტრანსკრიფციის შემდეგ ნუკლეოტიდების მიმდევრობები, რომლებიც ინტრონებს შეესაბამება, სპლაისინგის დროს იჭრება ზრდასრული ი-რნმ-იდან (პრე-ი-რნმ-იდან). ინტრონები ეუკარიოტების გენებისთვისაა დამახასიათებელი. ინტრონები აგრეთვე ნაპოვნია ისეთ გენებში, რომლებიც რიბოსომულ რნმ-ს (რ-რნმ-ს), სატრანსპორტო რნმ-სა (ტ-რნმ-სა) და პროკარიოტების ზოგიერთ ცილას აკოდირებენ. ეს ინტრონები რნმ-ის დონეზე იჭრება ავტოსპლაისინგის მეშვეობით. ინტრონების რაოდენობა და სიგრძე მრავალფეროვანია ერთი ორგანიზმის სხვადასხვა სახეობასა და გენში. მაგალითად, Saccharomyces cerevisiae საფუარების გენომი ჯამში შეიცავს 293 ინტრონს, ადამიანის გენომში კი ზოგჯერ 300 ათას ინტრონზე მეტია[1]. როგორც წესი, ინტრონები ეგზონებზე უფრო გრძელია[2].

სქოლიო რედაქტირება

  1. Браун Т.А., Геномы/Пер. с англ. = Genomes, М.-Ижевск: Институт компьютерных исследований, 2011. — გვ. 944, ISBN 978-5-4344-0002-2.
  2. Нуклеиновые кислоты: от А до Я / Б. Аппель [и др.], М.: Бином: Лаборатория знаний, 2013. — გვ. 413, 700 ეგზ., ISBN 978-5-9963-0376-2.