ინსომნია (2002 წლის ფილმი)

ინსომნია — 2002 წლის ამერიკული თრილერი, რომლის რეჟისორია კრისტოფერ ნოლანი. ის არის 1997 წლის ამავე სახელწოდების ნორვეგიული ფილმის ამერიკული რიმეიკი. სურათი მოგვითხრობს ორი დეტექტივის შესახებ, რომლებიც ჩადიან ალასკაში ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მკვლელობის გამოსაძიებლად. გამოძიება მიმდინარეობს ალასკას „მზიანი“ სეზონის განმავლობაში, რის გამოც ფილმის პროტაგონისტი (ალ პაჩინო) ვერ ახერხებს დაძინებას მუდმივ სინათლეში. სურათში ასევე მონაწილეობენ რობინ უილიამსი და ჰილარი სუონკი.

„ინსომნია“
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი ჯორჯ ქლუნი
სტივენ სოდერბერგი
ემა თომასი
ბროდერიკ ჯონსონი
პოლ იუნგერ უიტი
ენდრუ კოსოვე
ედუარდ მაკდონელი
სცენარის ავტორი ერიკ სკოლდბერგი
ნიკოლაი ფრობენიუსი (1997 წლის სცენარი)
ჰილარი ზაიცი
როლებში ალ პაჩინო
რობინ უილიამსი
ჰილარი სუონკი
კომპოზიტორი დევიდ ჯულიანი
მონტაჟი დოდი დორნი
სტუდია Alcon Entertainment
Section Eight
დისტრიბუტორი Warner Bros. (აშშ)
Buena Vista International
(დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია)
გამოსვლის თარიღი 24 მაისი, 2002 (2002-05-24)
ხანგრძლივობა 118 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $46 million
შემოსავალი $113,714,830[1]

ფილმის პრემიერა გაიმართა 2002 წლის 24 მაისს. Rotten Tomatoes-ის მიხედვით კინოკრიტიკოსთა 92% მას დადებითად აფასებს.[2] სურათი მიჩნეულია ევროპული ფილმის კარგ ამერიკულ რიმეიკად, რაც იშვიათობას წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Insomnia. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2009-08-05.
  2. Insomnia (2002). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 2009-05-26.