ინკრუსტაცია (ლათ. incrustatio<incrusto — ვფარავ ფენით ან ქერქით, ვაწყობ მარმარილოთი) — ნაკეთობის ან შენობის (ფასადის, ინტერიერის) დეკორირების სახეობა, მარმარილოს, კერამიკის, ლითონის, ხის, სადაფის და ა. შ. ნატეხების საგნის ზედაპირში ჩასმა. ცნობილია ინკრუსტაციის სხვადასხვა სახეობა: ხისა ხით (ინტარსია), ლითონის ლითონით, ქვისა ქვით გაწყობა. ძვ. აღმოსავლეთსა და ანტიკური ეპოქის ქანდაკებებს თვალები ინკრუსტაციით აქვს შესრულებული. თანამედროვე მშენებლობაში ინკრუსტაცია არსებითად ნიშნავს ბეტონის ფილებზე კერამიკული ნაფხვენით ფაქტურის შექმნას.

ლიტერატურა რედაქტირება