ინკების საგზაო სისტემა

ინკების საგზაო სისტემა – იყო ყველაზე უფრო განვითარებული ტრანსპორტირების სისტემა მთელ კოლუმბამდელ სამხრეთ ამერიკაში. საგზაო ქსელი დაფუძნებული იყო ორ უმთავრეს, ჩრდილოეთი-სამხრეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, რომლებსაც უამრავი განშტოება გააჩნდათ. ინკების საგზაო სისტემის ყველაზე უფრო ცნობილი ნაწილია მაჩუ-პიკჩუსთან მისასვლელი, ფერდობზე გაჭიმული დაკლაკნილი გზა.

ინკების საგზაო სისტემა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა,
ბოლივიის დროშა ბოლივია,
ეკვადორის დროშა ეკვადორი,
კოლუმბიის დროშა კოლუმბია,
პერუს დროშა პერუ,
ჩილეს დროშა ჩილე
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
კოორდინატები 18°15′00″ ს. გ. 69°35′30″ დ. გ. / 18.25000° ს. გ. 69.59167° დ. გ. / -18.25000; -69.59167
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2014  (38-ე სესია)
ნომერი 1459
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
სტატიები თემატიკაზე
ინკების ცივილიზაცია
საზოგადოება
განათლება
რელიგია
მითოლოგია
გზები
არმია
სოფლის მეურნეობა
სამზარეულო
ინკების ისტორია
ინკების იმპერია
დაპყრობა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1459
ინგლ.რუს.ფრ.

ძირითადი გზები რედაქტირება

აღმოსავლეთის გზა გადიოდა ეკვადორის დედაქალაქ კიტოდან არგენტინის ქალაქ მენდოსამდე. დასავლეთის გზა მიუყვებოდა სანაპირო ხაზს, გარდა უდაბნო ადგილებისა, სადაც ის მთისწინებისაკენ უხვევდა. უამრავი პატარ-პატარა გზა გადიოდა მთებში, რომელთაგან ზოგიერთი ზღვის დონიდან 5 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა. დაკლაკნილი გზები, ინკების იმპერიის ჩრდილოეთ პროვინციებს აერთებდა ჩრდილოეთის დედაქალაქ კიტოსთან (ეკვადორი), ასევე იყო სამხრეთშიც, თანამედროვე ქალაქ სანტიაგოსთან (ჩილე) დაკავშირებით. ინკების გზების სისტემის საერთო სიგრძე შეადგენდა 40 000 კილომეტრს, ხოლო საერთო ფართობი 3. 000. 000 კვადრატულ კილომეტერს.

ეს გზები წარმოადგენდა ადამიანთა, ტვირთების, თუ სამხედრო დანაყოფების გადაადგილების უსწრაფეს საშუალებას. მათ უპირველეს მომხმარებლებს წარმოადგენდნენ იმპერიის არმიის ჯარისკაცები, ლამების ქარავნები და დიდებულები. გზების სიგანე სხვადასხვა მონაკვეთში ძალიან ცვალებადი იყო, მაგრამ უმეტეს ნაწილში მათი სიგანე 1-4 მეტრს შეადგენდა. გზების გარკვეული ნაწილი, ინკებს „მემკვიდრეობით“ ერგოთ მათ წინ არსებული ცივილიზაციებისგან. მაგრამ მათ გაიყვანეს ან შეაკეთეს გზის უამრავი მონაკვეთი, მაგალითად ჩილეში, ატაკამას უდაბნოს მიმართულებით, ტიტიკაკას ტბის დასავლეთ სანაპიროს გზა და ა.შ.

კაპაკ ნანი (კეჩ. ულამაზესი გზა) წარმოადგენდა ინკების უმთავრეს მაგისტრალს, გადაჭიმული იყო ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით, ანდებში, 6 000 კილომეტრის სიგრძეზე.

კაპაკ ნანი საგრძნობლად აადვილებდა ამ უზარმაზარი იმპერიის მართვას, ამავე დროს საშუალებას იძლეოდა მის ნებისმიერ წერტილში, დედაქალაქ კუსკოდან გადასროლილი ყოფილიყო სამხედრო დანაყოფები.

ინკების ერთ-ერთ უმთავრეს გზას ასევე წარმოადგენდა 2 500 კმ სიგრძის კამინო რეალი (როგორც მას ესპანელები ეძახდნენ). ის იწყებოდა კიტოში (ეკვადორი), კვეთდა კუსკოს და მთავრდებოდა ქალაქ ტუკუმანში (არგენტინა).

მორბენალი კურიერები და გზების სხვა მომხმარებლები რედაქტირება

ე.წ. მორბენალი კურიერები (ჩასკი) გზებზე ერთმანეთისაგან რამდენიმე მილის მანძილზე იყვნენ დაცილებულნი. კურიერი, რომელიც ამ საქმიანობისათვის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იყო შერჩეული სწრაფი სირბილისა და გამძლეობის გამო, რომელსაც იგი მთის გაიშვიათებული ატმოსფეროში ამჟღავნებდა, ბოლომდე ხარჯავდა თავის ძალებს. მორიგ საფოსტო სადგურთან მიახლოებისას, იგი საყვირს უბერავდა. მეორე კურიერი, რომელიც საყვირით გებულობდა კოლეგის მოახლოებას, სწრაფად ემზადებოდა და მასთან ერთად გარბოდა რამდენიმე ასეულ მეტრს და ცდილობდა ზუსტად დაემახსოვრებინა ის ინფორმაცია, რომელიც მას მესამე კურიერისათვის უნდა გადაეცა, ის მეოთხეს და ა .შ. გზებისა და კურიერული სისტემის ამგვარი მოწყობის წყალობით, ინფორმაცია დანიშნულ ადგილამდე აღწევდა დღეში 250 მილის სიჩქარით. ზოგიერთი შიკრიკი ზღვის სანაპიროდან, იმავე დღეს დაჭერილ თევზს აწვდიდა იმპერატორის სამზარეულოს.

იმის გამო, რომ ინკებმა არ იცოდნენ ბორბლის გამოყენება და ესპანელთა გამოჩენამდე არ იცნობდნენ ცხენებს, ეს გზები ძირითადად გამოიყენებოდა ფეხით მოსიარულეთათვის და საპალნე ცხოველთათვის (ძირითადად ლამა)

ხიდები რედაქტირება

ინკები ხიდებს ქვისგან აშენებდნენ. ხოლო ჭაობიანი ადგილების გადასალახად — მოტივტივე ლერწმებისგან. ვიწრო ხეობების გადასალახად თოკის ხიდებს იყენებდნენ. კუსკოს დასავლეთით, მდინარე აპურიმაკზე გადებული ხიდი 45 მეტრი სიგრძის იყო. ხშირად, ხეობებს თოკზე ჩამოკიდებული კალათების საშუალებით კვეთდნენ.

ინკების გზები დღეს რედაქტირება

დღეისათვის, ინკების გზების მხოლოდ 25% გადარჩენილი. დანარჩენი თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას შეეწირა. ანდებში მდებარე სოფლების მოსახლეობა, დღესაც სარგებლობს მათი წინაპრების გადარჩენილი გზებით.

იუნესკომ, კაპაკ-ნანი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა და აღიარა როგორც მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე გზა. ამავე დროს, დაიწყო მუშაობა გზის შენარჩუნებისა და გადარჩენისათვის იმ 6 ქვეყნის მთავრობებთან ერთად, რომელთა ტერიტორიებსაც ის კვეთს[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება