ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი

ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი (შემოკლებით ეძახიან ჩემპიონატი, სპონსორიდან გამომდინარე Sky Bet ჩემპიონატი, 2004 წლიდან 2016 წლამდე ერქვა საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი)[1] - უმაღლესი დივიზიონი ინგლისის საფეხბურთო ლიგაში და მეორე უმაღლესი დივიზიონი ინგლისის საფეხბურთო ლიგის სისტემაში პრემიერლიგის შემდეგ. ლიგა შედგება 24 კლუბისგან, სეზონის ბოლოს საუკეთესო ორი გუნდი ავტომატურად აღზევდება პრემიერლიგაში. მესამედან მეექვსე ადგილებზე გასულები კი პლეი-ოფის თამაშებს მართავენ, გამარჯვებული პრემიერლიგაში გადადის. ჩემპიონატის ბოლო სამი კლუბი ქვეითდება ლიგა ერთში.

ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი
ქვეყანა ინგლისი (22 გუნდი)
უელსი (2 გუნდი)
დაარსდა 2004–დღემდე
1992–2004 (საეხბურთო ლიგის
პირველი დივიზიონი)

1892–1992 (საფეხბურთო ლიგის
მეორე დივიზიონი)
კლუბ. რაოდენობა 24
ღზევდება პრემიერ ლიგა
ქვეითდება ლიგა 1
საშინაო თასები ინგლისის ლიგის თასი
ინგლისის ლიგის ტროფეი
საერთაშ. თას(ებ)ი ინგლისის ასოციაციის თასი
ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი
მოქ. ჩემპიონი ლიდს იუნაიტედი (2019–20)
ყველაზე ტიტულოვანი ნიუკასლ იუნაიტედი
რედინგი
სანდერლენდი
ვულვერჰემპტონ უონდერერსი
(2 ტიტული თითოეულს)
ტვ პარტნიორები მაუწყებელთა სია
2020–2021 ჩემპიონატი

საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი დაარსდა 2004–2005 სეზონში და არის მანამდე არსებული პირველი დივიზიონის (1992–2004) მემკვიდრე. პრემიერლიგის შექმნამდე იგივე პოზიცია ჰქონდა საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონს (1892–1992). ჩემპიონატის გამარჯვებულები იღებენ ინგლისის პირველი დივიზიონის თასს. ინგლისის სხვა ჩემპიონატების მსგავსად, ტურნირში უელსის გუნდებიც იღებენ მონაწილეობას.

ჩემპიონატი არის ყველაზე მდიდარი არა ტოპ საფეხბურთო ლიგა და მეცხრე ყველაზე მდიდარი დივიზიონი ევროპაში.[2] 2018–19 სეზონში საშუალო დასწრება 20,181 იყო,[3] რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეორე დივიზიონებში. მხოლოდ ცხრა უმაღლეს ჩემპიონატს აქვს უკეთესი მაჩვენებელი.[4]

ლიგის ჩემპიონატში ყველაზე ბევრი სეზონი ბარნსლის აქვს ჩატარებული, 2011 წლის 3 იანვარს ბარნსლიმ 1,000 გამარჯვება დააგროვა. ბარნსლი არის ასევე ერთადერთი გუნდი, რომელსაც 3,000 თამაში აქვს ჩატარებული მეორე დივიზიონში.[5] 2007–08 სეზონიდან დღემდე ლიგის ჩემპიონატის ყველაზე დიდხნიანი წევრია ევროპის თასის ყოფილი გამარჯვებული ნოტინგემ ფორესტი.[6][7]

ისტორია რედაქტირება

საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის სადებიუტო 2004–05 სეზონს 9.8 მილიონი გულშემატკივარი დაესწრო, რაც მეოთხეა ევროპის ტოპ ჩემპიონატების შემდეგ. ინგლისის პრემიერლიგა (12.88 მილიონი), ესპანეთის ლა ლიგა (11.57 მილიონი) და გერმანიის ბუნდესლიგა (10.92 მილიონი), ლიგის ჩემპიონატმა გაუსწრო იტალიის სერია A-ს (9.77 მილიონი) და საფრანგეთის ლიგა 1-ს (8.17 მილიონი).[8][9][10]

სადებიუტო სეზონში სანდერლენდმა გაიმარჯვა, უიგან ატლეტიკი მეორე ადგილზე გავიდა და პირველად ინგლისის უმაღლეს დივიზიონში აღზევდა. უიგანი მხოლოდ ოცდაშვიდი წლის წინ შეუერთდა ინგლისის საფეხბურთო ლიგას და გამოდიოდა მეოთხე რანგის დივიზიონში. პირველი პლეი-ოფის მატჩი კარდიფის მილენიუმის სტადიონზე ვესტ ჰემ იუნაიტედის გამარჯვებით დასრულდა, სადაც ლონდონელებმა პრესტონ ნორტ ენდი 1–0 დაამარცხეს. 2005–06 სეზონის ბოლოს რედინმა 106 ქულა დააგროვა და გააუმჯობესა 1999 წლის სანდერლენდის რეკორდი.[11]

პირველი გამარჯვებიდან სამი წლის შემდეგ 2006–07 სეზონში სანდერლენდმა მეორე ტიტული მოიგო. 2007 წლის 4 მაისს ლიდზ იუნაიტედი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ადმინისტრაციული წესები დაარღვია და 10 ქულა ჩამოეჭრა, რის გამოც, ბოლო ადგილი დაიკავა და ლიგიდან გავარდნენ.[12][13] 2007 წლის 28 მაისს დერბი ქაუნთიმ ვესტ ბრომვიჩ ალბიონს 1–0 მოუგო და პირველი პლეი-ოფის გამარჯვებული გახდა განახლებულ უემბლის სტადიონზე, თამაშს 75,000 მაყურებელი დაესწრო.[14] ვესტ ბრომმა მომდევნო სეზონში გაიმარჯვა.

2009 წლის 30 სექტემბერს, Coca-Cola-მ განაცხადა, რომ 2009–10 სეზონის ბოლოს საფეხბურთო ლიგასთან (ამჟამად ინგლისის საფეხბურთო ლიგა) კონტრაქტს დაასრულებდა.[15] 2010 წლის 16 მარტს, npower-მა დააანონსა, რომ ის გახდებოდა ახალი სპონსორი და 2010–11 სეზონის დაწყებიდან 2012–13 სეზონის დასრულებამდე ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ოფიციალური სახელი იქნებდა Npower ჩემპიონატი.[16]

2013 წლის 18 ივლის ბრიტანული გემბლინგ კომპანია Sky Bet გახდა ჩემპიონატის ახალი სპონსორი ხუთი წლით.[1]

2014 წლის 24 მაისს, პლეი-ოფის მატჩს დერბი ქაუნთსა და ქუინზ პარკ რეინჯერს შორის ყველაზე მეტი 87,348 ადამიანი დაესწრო, ბობი ზამორას გოლით ქპრ გამარჯვებული გახდა.[17]

2016–17 სეზონში საფეხბურთო ლიგა განახლდა და დაერქვა ინგლისის საფეხბურთო ლიგა. ამ სეზონში ჩემპიონატს დაესწრო თერთმეტ მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო ორ მილიონზე მეტმა ტელევიზორში ნახა ნიუკასლ იუნაიტედსა და ასტონ ვილას მატჩი; ორივე მათგანი წინა სეზონში პრმიერლიგიდან გავარდნენ. ინგლისის მეორე დივიზიონისთვის ეს დასწრება 1958–59 სეზონის შემდეგ ყველაზე ბევრია.[18]

ლიგის სტრუქტურა რედაქტირება

ლიგის წევრია 24 კლუბი. სეზონი იწყება აგვისტოში და სრულდება მაისში, თითოეული გუნდი ერთმანეთთან ატარებს ორ თამაშს ერთს სახლში და ერთს სტუმრად. გამარჯვების ქულაა სამი, ფრის ერთი და წაგების ნული. ლიგის ცხრილი დგება დაგროვებული ქულებით, შემდგომ ყურადღება ექცევა გოლების სხვაობას, შემდგომ გატანილი გოლებს და ბოლოს ერთმანეთთან ჩატარებულ მატჩებებს. თუ ყველა მაჩვენებლი თანაბარია, სატურნირო ცხრილი ლაგდება ანბანის მიხედვით. ეს წესი არ ეხება აღზევება, დაქვეითების და პლეი-ოფის ზონაში ზონაში არსებულ გუნდებს. ამ შემთხვევაში დამატებითი თამაში უნდა ჩატარდეს. ჩემპიონატში არასდროს ყოფილა მსგავსი სიტუაცია, რომ ეს წესი ამოქმედებულიყო.

სეზონის ბოლოს საუკეთესო ორი გუნდი და პლეი-ოფის გამარჯვებული პრემიერლიგაში გადადის, ბოლო სამი გუნდი კი ლიგა ერთში ქვეითდება. პლეი-ოფში მონაწილეობას იღებს მესამედან მეექვსე ადგილზე გასული გუნდები. მესამე ადგილოსანი ხვდება მეექვსეზე გასულს, მეოთხე ადგილზე გასული კი მეხუთეს. თითოეული მათგანი ატარებს ორი თამაშს ერთი სახლში და ერთს მოწინააღმდეგის სტადიონზე და ირკვევა ფინალისტები. ფინალი არის ერთმატჩიანი და ტარდება უემბლის სტადიონზე, გამარჯვებული გადადის პრემიერლიგაში და იგებს ჩემპიონატის პლეი-ოფის ტროფის.

მიმდინარე წევრები რედაქტირება

2020–21 სეზონის მონაწილე გუნდები.

კლუბი პოზიცია წინა სეზონში მდებარეობა სტადიონი ტევადობა[19]
ბარნსლი 21-ე ბარნსლი ოუკველი 23,287
ბირმინგემ სიტი 20 ბირმინგემი სენტ-ენდიუ 29,409
ბლექბერნ როვერსი 11 ბლეკბერნი ივუდ პარკი 31,367
ბორნმუთი 18-ე პრემიერ ლიგაში(გავარდა) ბორნმუთი დინ კორტი 11,364
ბრენტფორდი 3 ლონდონი ბენფორდ ქომუნითი სტადიონი 17,250
ბრისტოლ სიტი 12 ბრისტოლი აშტონ გეიტი 27,000
კარდიფ სიტი 5 კარდიფი კარდიფ სიტი 33,316
ქოვენთრი სიტი 1-ლი ლიგა ერთში (აღზევდა) კოვენტრი სენტ-ენდიუ 29,409
დერბი ქაუნთი 10 დერბი პრაიდ პარკი 33,597
ჰადერსფილდ თაუნი 18 ჰადერზფილდი კერკლის სტადიონი 24,121
ლუთონ თაუნი 19 ლუთონი კენილუერტ როუდი 10,356
მიდლზბრო 17 მიდლზბრო რივერსაიდი 34,742
მილუოლი 8 ლონდონი დენ 20,146
ნორვიჩ სიტი 20-ე პრემიერ ლიგაში(გავარდა) ნორვიჩი ქეროუ როუდი 27,244
ნოტინგემ ფორესტი 7 ნოტინგემი სითი გრაუნდი 30,576
პრესტონ ნორტ ენდი 9 პრესტონი დიპდეილი 23,408
ქუინზ პარკ რეინჯერსი 13 ლონდონი ლოფტუს როუდი 18,360
რედინგი 14 რედინგი მადეისკის სტადიონი 24,200
როტერჰემ იუნაიტედი მე-2 ლიგა ერთში (აღზევდა) როტერჰემი ნიუ-იორკის სტადიონი 12,021
შეფილდ უენსდეი 16 შეფილდი ჰილსბოროს სტადიონი 34,854
სტოკ სიტი 15 სტოკ-ონ-ტრენტი bet365 სტადიონი 30,089
სუონსი სიტი 6 სუონსი ლიბერთი სატდიონი 21,088
უოტფორდი 19-ე პრემიერ ლიგაში(გავარდა) უოტფორდი ვიქერიჯ როუდი 21,577
უიკომბ უონდერერსი მე-3 ლიგა ერთში (აღზევდა) ჰაი-უიკომი ადამს პარკი 9,448

შედეგები რედაქტირება

ლიგის გამარჯვებულები, მეორე ადგილი და პლეი-ოფის ფინალისტები რედაქტირება

სეზონი ჩემპიონი მეორე ადგილი პლეი-ოფის გამარჯვებული ანგარიში პლეი-ოფის ფინალისტი
2004–05 სანდერლენდი 94 უიგან ატლეტიკი 87 ვესტ ჰემ იუნაიტედი 73 (მე-6) 1–0 პრესტონ ნორტ ენდი 75 (მე-5)
2005–06 რედინგი 106 შეფილდ იუნაიტედი 90 უოტფორდი 81 (მე-3) 3–0 ლიდზ იუნაიტედი 78 (მე-5)
2006–07 სანდერლენდი 88 ბირმინგემ სიტი 86 დერბი ქაუნთი 84 (მე-3) 1–0 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 76 (მე-4)
2007–08 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 81 სტოკ სიტი 79 ჰალ სიტი 75 (მე-3) 1–0 ბრისტოლ სიტი 74 (მე-4)
2008–09 ვულვერჰემპტონ უონდერერსი 90 ბირმინგემ სიტი 83 ბარნლი 76 (მე-5) 1–0 შეფილდ იუნაიტედი 80 (მე-3)
2009–10 ნიუკასლ იუნაიტედი 102 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 91 ბლეკპული 70 (მე-6) 3–2 კარდიფ სიტი 76 (მე-4)
2010–11 ქუინზ პარკ რეინჯერსი 88 ნორვიჩ სიტი1 84 სუონსი სიტი 80 (მე-3) 4–2 რედინგი 77 (მე-5)
2011–12 რედინგი 89 საუთჰემპტონი 88 ვესტ ჰემ იუნაიტედი 86 (მე-3) 2–1 ბლეკპული 75 (მე-5)
2012–13 კარდიფ სიტი 87 ჰალ სიტი 79 კრისტალ პალასი 72 (მე-5) 1–0 (დ.დ.) უოტფორდი 77 (მე-3)
2013–14 ლესტერ სიტი 102 ბარნლი2 93 ქუინზ პარკ რეინჯერსი 80 (მე-4) 1–0 დერბი ქაუნთი 85 (მე-3)
2014–15 ბორნმუთი 90 უოტფორდი 89 ნორვიჩ სიტი 86 (მე-3) 2–0 მიდლზბრო 85 (მე-4)
2015–16 ბარნლი 93 მიდლზბრო 89 ჰალ სიტი 83 (მე-4) 1–0 შეფილდ უენსდეი 74 (მე-6)
2016–17 ნიუკასლ იუნაიტედი 94 ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი 93 ჰადერსფილდ თაუნი 81 (მე-5) 0–0 (4–3 პენ.) რედინგი 85 (მე-3)
2017–18 ვულვერჰემპტონ უონდერერსი 99 კარდიფ სიტი 90 ფულემი 88 (მე-3) 1–0 ასტონ ვილა 83 (მე-4)
2018–19 ნორვიჩ სიტი 94 შეფილდ იუნაიტედი 89 ასტონ ვილა 76 (მე-5) 2–1 დერბი ქაუნთი 74 (მე-6)
2019–20 ლიდზ იუნაიტედი 93 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 83 ფულემი 81 (მე-4) 2–1 (დ.დ.) ბრენტფორდი 81 (მე-3)

1 პრემიერლიგაში აღზევებით ნორვიჩი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც გაიარა ყველა საფეხური. დაქვეითდა პრემიერლიგიდან, დაქვეითდა ლიგის ჩემპიონატიდან, აღზევდა ლიგის ჩემპიონატში და აღზევდა პრემიერლიგაში.

2 ბარნლიმ 93 ქულა დააგროვა, რაც მეორე ადგილისთვის რეკორდულია. 2016–17 სეზონში იგივე შედეგი დააფიქსირა მეორე ადგილოსანმა ბრაიტონმა

დაქვეითებული გუნდები (ჩემპიონშიპიდან ლიგა ერთში) რედაქტირება

სეზონი კლუბები (ქულა)
2004–05 ჯილინგემი (50), ნოტინგემ ფორესტი (44), როტერჰემ იუნაიტედი (29)
2005–06 ქრიუ ალექსანდრა (42), მილუოლი (40), ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი (38)
2006–07 საუტენდ იუნაიტედი (42), ლუთონ თაუნი (40), ლიდზ იუნაიტედი (36)
2007–08 ლესტერ სიტი (52), სკანტორპ იუნაიტედი (46), კოლჩესტერ იუნაიტედი (38)
2008–09 ნორვიჩ სიტი (46), საუთჰემპტონი (45), ჩარლტონ ატლეტიკი (39)
2009–10 შეფილდ უენსდეი (47), პლიმუტ არგაილი (41), პიტერბორო იუნაიტედი (34)
2010–11 პრესტონ ნორტ ენდი (42), შეფილდ იუნაიტედი (42), სკანტორპ იუნაიტედი (42)
2011–12 პორტსმუთი (40), ქოვენთრი სიტი (40), დონკასტერ როვერსი (36)
2012–13 პიტერბორო იუნაიტედი (54), ვულვერჰემპტონ უონდერერსი (51), ბრისტოლ სიტი (41)
2013–14 დონკასტერ როვერსი (44), ბარნსლი (39), იოვილ თაუნი (37)
2014–15 მილუოლი (41), უიგან ატლეტიკი (39), ბლეკპული (26)
2015–16 ჩარლტონ ატლეტიკი (40), მილტონ კეინს დონსი (39), ბოლტონ უონდერერსი (30)
2016–17 ბლექბერნ როვერსი (51), უიგან ატლეტიკი (42), როტერჰემ იუნაიტედი (23)
2017–18 ბარნსლი (41), ბარტონ ალბიონი (41), სანდერლენდი (37)
2018–19 როტერჰემ იუნაიტედი (40), ბოლტონ უონდერერსი (32), იფსუიჩ თაუნი (31)
2019–20 ჩარლტონ ატლეტიკი (48), უიგან ატლეტიკი (47) , ჰალ სიტი (45)

დაქვეითებული გუნდები (პრემიერლიგიდან ჩემპიონატში) რედაქტირება

სეზონი კლუბები (ქულა)
2004–05 კრისტალ პალასი (33), ნორვიჩ სიტი (33), საუთჰემპტონი (32)
2005–06 ბირმინგემ სიტი (34), ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (30), სანდერლენდი (15)
2006–07 შეფილდ იუნაიტედი (38), ჩარლტონ ატლეტიკი (34), უოტფორდი (29)
2007–08 რედინგი (36), ბირმინგემ სიტი (35), დერბი ქაუნთი (11)
2008–09 ნიუკასლ იუნაიტედი (34), მიდლზბრო (32), ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (32)
2009–10 ბარნლი (30), ჰალ სიტი (30), პორტსმუთი (19)
2010–11 ბირმინგემ სიტი (39), ბლეკპული (39), ვესტ ჰემ იუნაიტედი (33)
2011–12 ბოლტონ უონდერერსი (36), ბლექბერნ როვერსი (31), ვულვერჰემპტონ უონდერერსი (25)
2012–13 უიგან ატლეტიკი (36), რედინგი (28), ქუინზ პარკ რეინჯერსი (25)
2013–14 ნორვიჩ სიტი (33), ფულემი (32), კარდიფ სიტი (30)
2014–15 ჰალ სიტი (35), ბარნლი (33), ქუინზ პარკ რეინჯერსი (30)
2015–16 ნიუკასლ იუნაიტედი (37), ნორვიჩ სიტი (34), ასტონ ვილა (17)
2016–17 ჰალ სიტი (34), მიდლზბრო (28), საუთჰემპტონი (24)
2017–18 სუონსი სიტი (33), სტოკ სიტი (33), ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (31)
2018–19 კარდიფ სიტი (34), ფულემი (26), ჰადერსფილდ თაუნი (15)
2019–20 ბორნმუთი (34), უოტფორდი (34), ნორვიჩ სიტი (21)

აღზევებული გუნდები (ლიგა ერთიდან ჩემპიონატში) რედაქტირება

სეზონი კლუბები (ქულა)
2004–05 ლუთონ თაუნი (98), ჰალ სიტი (86), შეფილდ უენსდეი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (72)
2005–06 საუტენდ იუნაიტედი (82), კოლჩესტერ იუნაიტედი (79), ბარნსლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (72)
2006–07 სკანტორპ იუნაიტედი (91), ბრისტოლ სიტი (85), ბლეკპული (პლეი-ოფის გამარჯვებული) (83)
2007–08 სუონსი სიტი (91), ნოტინგემ ფორესტი (82), დონკასტერ როვერსი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (80)
2008–09 ლესტერ სიტი (96), პიტერბორო იუნაიტედი (89), სკანტორპ იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (76)
2009–10 ნორვიჩ სიტი (95), ლიდზ იუნაიტედი (86), მილუოლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (85)
2010–11 ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი (95), საუთჰემპტონი (92), პიტერბორო იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (79)
2011–12 ჩარლტონ ატლეტიკი (101), შეფილდ უენსდეი (93), ჰადერსფილდ თაუნი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (81)
2012–13 დონკასტერ როვერსი (84), ბორნმუთი (83), იოვილ თაუნი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (77)
2013–14 ვულვერჰემპტონ უონდერერსი (103), ბრენტფორდი (94), როტერჰემ იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (86)
2014–15 ბრისტოლ სიტი (99), მილტონ კეინს დონსი (91), პრესტონ ნორტ ენდი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (89)
2015–16 უიგან ატლეტიკი (87), ბარტონ ალბიონი (85), ბარნსლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (74)
2016–17 შეფილდ იუნაიტედი (100), ბოლტონ უონდერერსი (87), მილუოლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (73)
2017–18 უიგან ატლეტიკი (98), ბლექბერნ როვერსი (96), როტერჰემ იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (79)
2018–19 ლუთონ თაუნი (94), ბარნსლი (91), ჩარლტონ ატლეტიკი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (88)
2019–20[20] ქოვენთრი სიტი (88.71), როტერჰემ იუნაიტედი (77.94), უიკომბ უონდერერსი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (76.35)

ბომბარდირები სეზონების მიხედვით რედაქტირება

სეზონი ფეხბურთელი კლუბი(ები) გოლი
2004–05   ნათან ელინგტონი უიგან ატლეტიკ 24
2005–06   მარლონ კინგი უოტფორდი 21
2006–07   გრეი განოზა კოლჩესტერ იუნაიტედი 23
2007–08   სლივენ ებანკ-ბლეიკი პლიმუთ არგაილი / ვულვერჰემპტონ უონდერერსი 23
2008–09   სლივენ ებანკ-ბლეიკი ვულვერჰემპტონ უონდერერსი 19
2009–10   პიტერ უიტინგემი კარდიფ სიტი 20
  ნიკი მაინერი ბრისტოლ სიტი
2010–11   დენი გრაჰამი უოტფორდი 24
2011–12   რიკი ლამბერტი საუთჰემპტონი 27
2012–13   გლენ მიურეი კრისტალ პალასი 30
2013–14   როს მაკორმაკი ლიდზ იუნაიტედი 28
2014–15   დანიელ მერფი იფსუიჩ თაუნი 27
2015–16   ანდრე გრეი ბარნლი 25
2016–17   კრის ვუდი ლიდზ იუნაიტედი 27
2017–18   მატიაშ ვიდრა დერბი ქაუნთი 21
2018–19   ტეემუ პუკი ნორვიჩ სიტი 29
2019–20   ალექსანდრ მიტროვიჩი ფულემი 26

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Sky Bet to sponsor The Football League. The Football League (18 July 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 4 იანვარი 2021.
  2. Cumulative revenue of Europe's 'big five' leagues grew by 5% in 2012/13 to €9.8 billion. Deloitte Touche Tohmatsu Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-04. ციტირების თარიღი: 5 August 2015
  3. Championship 2018/2019 - Attendance en-GB. ციტირების თარიღი: 31 October 2019
  4. A referenced list of all leagues ranking above the Championship is available at the Major League Soccer attendance page.
  5. Barnsley 2–1 Brighton. BBC Sport (12 March 2013). ციტირების თარიღი: 11 August 2017
  6. Flanagan, Chris. (1 April 2019) Derby County's shocking 2007/08 revisited: the Premier League's worst ever season, told by those who were there en. ციტირების თარიღი: 11 December 2019
  7. Clarke, Lee. (2016-11-24) Where are they now? - Nottingham Forest's 2007/08 promotion winning team | Football League World - Part 11 en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-02. ციტირების თარიღი: 2019-12-11
  8. „Countdown underway to new season“. BBC News. 6 August 2005. ციტირების თარიღი: 2 May 2010.
  9. Lansley, Peter (29 July 2005). „Championship glories in outstripping Serie A“. The Times. UK. ციტირების თარიღი: 2 May 2010.
  10. First class second division TheFA.com
  11. „League Points“. Football League 125. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 2 March 2018.
  12. „Leeds Utd call in administrators“. BBC News. 4 May 2007. ციტირების თარიღი: 2 March 2018.
  13. „Relegated Leeds in administration“. BBC Sport. 4 May 2007. ციტირების თარიღი: 2 March 2018.
  14. „Derby 1–0 West Brom“. BBC Sport. 28 May 2007. ციტირების თარიღი: 2 March 2018.
  15. Coca-Cola end Football League sponsorship deal The Guardian, 30 September 2009
  16. Football League names npower as new sponsor BBC Sport, 16 March 2010
  17. „Derby County 0–1 Queens Park Rangers“. BBC Sport. 24 May 2014. ციტირების თარიღი: 2 March 2018.
  18. „EFL: More than 18m fans watched matches in 2016–17“. BBC Sport. 11 May 2017. ციტირების თარიღი: 2 March 2018.
  19. Football Ground Guide. Football Ground Guide. ციტირების თარიღი: 30 November 2016
  20. The teams listed for this season were ranked using points per game following the curtailment of the season due to the COVID-19 pandemic in the United Kingdom.