ინგლისის რეფორმაცია

ინგლისის რეფორმაცია — XVI საუკუნის ინგლისში მოვლენების მთელი რიგი, რომლითაც ინგლისის ეკლესია განუდგა რომის პაპისა და რომის კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტს. ეს მოვლენები ნაწილობრივ უკავშირდებოდა ფართო ევროპულ პროტესტანტულ რეფორმაციას, რელიგიურ და პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც გავლენას ახდენდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში არსებულ ქრისტიანულ პრაქტიკაზე. რეფორმაციის გამომწვევ სხვა მიზეზებს წარმოადგენდა სტამბის გამოგონება და ბიბლიის ტირაჟის გაზრდა. ამ ყოველივემ გამოიწვია ახალი ცოდნისა და იდეების გავრცელება მეცნიერებს, ზედა და საშუალო კლასებსა და ზოგადად მკითხველებს შორის. ამასთან, ინგლისური რეფორმაციის სხვადასხვა ფაზა არსებობს, რომელიც მოიცავს უელსსა და ირლანდიას და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სამთავრობო პოლიტიკის ცვლილებებს, რასაც საზოგადოებრივი აზრის ცვლილებაც თან ახლდა.

ტომას კრანმერი (1489–1556), ჰენრი VIII- ის კენტბერის მთავარეპისკოპოსი, 'საერთო ლოცვის' პირველი და მეორე წიგნების რედაქტორი და თანაავტორი.

რეფორმაციას ბიძგი მისცა 1527 წელს რომის პაპი კლემენტ VII–ს უარმა ჰენრი VIII-ს მიერ განქორწინების თხოვნაზე. ამ მოვლენის შემდეგ, ინგლისის რეფორმაცია უფრო მეტად პოლიტიკურ საქმეს წარმოადგენდა, ვიდრე სასულიერო დავას. რომსა და ინგლისს შორის პოლიტიკური განსხვავებები მრავლად იყო, რამაც მზარდი სასულიერო დავები წარმოქმნა.[1] რომისგან განდგომამდე, რომის პაპი და ეკლესიის საერთო საბჭო წყვეტდნენ დოქტრინას. საეკლესიო სამართალს მართავდა კანონიკური სამართალი რომში არსებულ საბოლოო იურისდიქციასთან ერთად. საეკლესიო გადასახადები პირდაპირ რომში მიდიოდა, ხოლო პაპი წყვეტდა ეპისკოპოსების დანიშვნის საკითხს.

რომისგან განდგომა მოხდა 1532 და 1534 წლებში მიღწეული პარლამენტის მთელი რიგი აქტებით, მათ შორისაა 1534 წლის უზენაესი აქტი, რომლის თანახმად, ჰენრი გახდა „ინგლისის ეკლესიის უზენაესი ხელმძღვანელი დედამიწაზე“. [2]

ინგლისის ეკლესიის ღვთისმეტყველება და ღვთისმსახურება აშკარად პროტესტანტული გახდა ჰენრის ვაჟის, ედუარდ VI- ის მეფობის დროსაც. მერი I-ის მმართველობის პირობებში მთელი ეს პროცესი შეცვალა და ინგლისის ეკლესია კვლავ მოექცა პაპის იურისდიქციის ქვეშ. მალევე, ელიზაბეტმა კვლავ აღადგინა პროტესტანტული რწმენა, მაგრამ უფრო ზომიერი ფორმით და მისი ტიტული გახდა უზენაესი მმართველი. საბოლოო უფლებამოსილების დოქტრინალური და იურიდიული დავები ახლა განიხილებოდა მონარქთან ერთად, ხოლო პაპს ჩამოართვეს შემოსავლების მიღების ფუნქცია და საბოლოო სიტყვა ეპისკოპოსების დანიშვნის შესახებ.

ამ დავების ძალადობრივი ასპექტი გამოიხატა ინგლისის სამოქალაქო ომებში, რომელიც დასრულდა მაშინ, როდესაც მოხსნეს უკანასკნელი რომის კათოლიკე მონარქი ჯეიმზ II და პარლამენტმა თხოვა უილიამ III- სა და მერი II- ს, რომ ერთად ემართათ ქვეყანა 1688 წელს ინგლისის უფლებათა დაცვის კანონპროექტთან ერთად. „სახელოვანი რევოლუციის “ დროს), საიდანაც წარმოიშვა საეკლესიო პოლიტიკა დამკვიდრებული ეკლესიით და არაერთი არაკონფორმისტული ეკლესიით, რომელთა წევრები თავიდანვე განიცდიდნენ სხვადასხვა სამოქალაქო ჩაგვრას, რაც დროთა განმავლობაში მოხსნეს.

რელიგიური იდეების შეცვლა რედაქტირება

რეფორმაცია იყო სულის ცხონების ორი საპირისპირო სქემის შეტაკებით გამოწვეული. კათოლიკური ეკლესია ასწავლიდა, რომ ცოდვილ პიროვნებას შეეძლო ღმერთთან თანამშრომლობა ცოდვებიგან დასახსნელად კარგი საქმეების შესრულებით . [3] შუა საუკუნეების კათოლიკური მსახურება ემყარებოდა მესას. მესა ეხმარებოდა მლოცველს სულის განწმენდის პროცესში. [4] პროტესტანტების სწავლებით, სულის ხსნას პროტესტანტები იღებენ როგორც ღმერთის მადლს, როგორც დაუმსახურებელ წყალობას და არა ისე, თითქოს ვინმემ დაიმსახურა ის. ანუ სულის ხსნა არის ღმერთის მიერ მონიჭებული დაუმსახურებელი საჩუქარი, გადმოცემული ადამიანებისთვის იესო ქრისტეს წყალობით. ღმერთის ყველა მოქმედება ადამიანის მიმართ ეფუძნება მის მადლს და წყალობას, და არა ჩადენილ კეთილ საქმეებს. [3]

ინგლისური კათოლიციზმი ძლიერი და პოპულარული იყო 1500-იანი წლების დასაწყისში. [5] პროტესტანტული იდეები პოპულარობით სარგებლობდა ინგლისის მოსახლეობის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით აკადემიკოსებსა და ვაჭრებს შორის, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კონტინენტურ ევროპასთან. [6]

ჰენრის რეფორმაცია რედაქტირება

 
მეფე ჰენრი VIII, ჰანს ჰოლბეინ უმცროსის ნახატი. თისენ-ბორნემისზას მუზეუმი, მადრიდი.
 
კატალინა არაგონელი, ჰენრი VIII- ის პირველი მეუღლე. პორტრეტების ეროვნული გალერეა, ლონდონი .

ჰენრი VIII ინგლისის ტახტზე ავიდა 1509 წელს, 17 წლის ასაკში. მან დინასტიური ქორწინება გააფორმა კატალინა არაგონელთან, მისი ძმის მისი კორონაციამდე. მამისგან განსხვავებით, რომელიც ფარულად და კონსერვატიულად მართავდა ქვეყანას, ახალგაზრდა ჰენრი აღმოჩნდა კომუნიკაბელური და სოციალური. როგორც ყურადღებიანი რომაელი კათოლიკე, დღეში ხუთამდე მესას ესწრებოდა (გარდა ნადირობის პერიოდში). ანტილუთერანული პამფლეტისათვის რომის პაპისგან მიიღო საპატიო 'რწმენის დამცველის' წოდება.[7]

ენ ბოლეინი 1522 წელს გახდა დედოფალი კატალინას ფრეილინა, რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა საფრანგეთში. ახალგაზრდა ენს განათლება მისცა საფრანგეთის დედოფალმა კლოდმა . მას ახასიათებდნენ, როგორც ქალი „ხიბლით, სტილითა და ჭკუით, ნებისყოფითა და სიველურით, რამაც იგი ჰენრის სასურველად აქცია“.[8] ანა გამორჩეული იყო ფრანგულ ენაზე საუბრის სპეციალისტობით, იყო მომღერალი და მოცეკვავე . საკმაო წარმატებით გამოირჩეოდა კულტურის საკითხებშიც და არის რამდენიმე სიმღერისა და ლექსის ავტორი. [9] 1527 წლისთვის ჰენრის სურდა ქორწინების გაუქმება კატალინასთან. მათ არ ჰყავდათ ვაჟი. ჰენრის კი სურდა ვაჟი ტიუდორის დინასტიის უზრუნველსაყოფად . [10] კატალინას ერთადერთი გადარჩენილი შვილი იყო პრინცესა მერი .

 
ანა ბოლეინი, ჰენრი VIII- ის მეორე ცოლი, უცნობი მხატვრის მიერ. ეროვნული პორტრეტი გალერეა, ლონდონი.

ჰენრიმ ვაჟი მემკვიდრეს არყოლის გამო, მოითხოვა განქორწინება. [11] კატალინა იყო მისი გარდაცვლილი ძმის ცოლი და შესაბამისად საჭირო იყო სპეციალური განქორწინების უფლება რომის პაპი იულიუს II-ისგან, რათა მეორედ ქორწინების უფლება ჰქონოდა. [10] პაპმა ამ თხოვნაზე უარი უთხრა, რამაც გამოიწვია ინგლისის განდგომა რომის კათოლიკური ეკლესიისგან. [12]

სამეფო უზენაესობა რედაქტირება

რომის ძალაუფლების დაშლა თანდათან მოხდა. 1532 წელს ოლივერ კრომველმა პარლამენტს წარუდგინა ცხრა საჩივარი ეკლესიის მიმართ, მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და საკანონმდებლოს საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის საკითხი. 15 მაისს გამოცხადდა სასულიერო პირთა წარდგენა, რომელმაც აღიარა სამეფო უზენაესობა ეკლესიაში, ასე რომ ეკლესიას თვითნებურად აღარ შეეძლო კანონიკური სამართლის წარმოება მეფის ნებართვის გარეშე, ამრიგად, უმცირებდა მას, როგორც სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილებას. (შემდგომში პარლამენტმა დაამტკიცა ეს 1534 წელს და კვლავ 1536 წელს.)

ედუარდის VI-ს რეფორმაცია რედაქტირება

როდესაც ჰენრი გარდაიცვალა 1547 წელს, მისმა ცხრა წლის ვაჟმა, ედუარდ VI-მ ტახტი მემკვიდრეობით მიიღო. იმის გამო, რომ ედვარდს პროტესტანტული ჰუმანისტური განათლება ჰქონდა მიღებული, პროტესტანტებმა დიდი მოლოდინები დაამყარეს და იმედოვნეს, რომ ახალგაზრდა მეფე იქნებოდა მათი იდეებისა და ღირებულებების მთავარი დამცველი. ედუარდის მეფობის შვიდი წლის განმავლობაში, პროტესტანტული მიმდინარეობა თანდათან ახორციელებდა რელიგიურ ცვლილებებს, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა „ერთი ეკლესიის განადგურება და მრავალი მიმდინარეობების შექმნა“. [3]

ედუარდის მემკვიდრე რედაქტირება

მეფე ედუარდი სერიოზულად გახდა ავად თებერვალში და გარდაიცვალა 1553 წლის ივლისში. სიკვდილამდე ედუარდი წუხდა იმის შესახებ, რომ მერი, მისი თავდადებული კათოლიკე დისშვილი, ვერ წარმართავდა მიმდინარე რელიგიურ რეფორმებს. შეიქმნა მემკვიდრეობის ახალი გეგმა, თუმცა ჩაშლილი მოლაპარაკებების შედეგად, 19 ივლისს, მერი დედოფლად გამოცხადდა. [13]

მერის რესტიტუცია რედაქტირება

 
ინგლისის დედოფალმა მერი I- მ აღადგინა პაპის იურისდიქცია

რომთან შერიგება რედაქტირება

როგორც პროტესტანტებმა, ასევე რომის კათოლიკეებმაც გაიაზრეს, რომ მერი I- ის ტახტზე ასვლა ნიშნავდა ტრადიციული რელიგიის აღდგენას. [13] მერიმ თავისი მეფობა ფრთხილად დაიწყო, ხაზგასმით აღნიშნა რელიგიის საკითხებში ტოლერანტობის აუცილებლობა და გამოაცხადა, რომ, ამ დროისათვის, იგი არ აიძულებდა რელიგიურ ორგანიზაციებს მკაცრი რეგულაციების შესრულებას. ეს ნაწილობრივ იყო მერის მცდელობა, თავიდან აეცილებინა პროტესტანტული ოპოზიციის პროვოკაცია, სანამ იგი შეძლებდა ძალაუფლების კონსოლიდაციას. [13] მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტები მოსახლეობის უმრავლესობა არ იყვნენ, მათი რიცხვი ედუარდის მეფობის პერიოდში გაიზარდა[14] დედოფალმა მერიმ მართლაც აღადგინა პაპის იურისდიქცია, როგორც ეს იყო მოსალოდნელი.

ელიზაბეტ I-ის შეთანხმება რედაქტირება

 
ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ I– მა მიაღწია ზომიერ რელიგიურ შეთანხმებას.

ელიზაბეტ I მემკვიდრეობით მიიღო სამეფო, რომელშიც ხალხის უმრავლესობა, განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა, რელიგიურად კონსერვატიული იყო, ხოლო ინგლისის მთავარი მოკავშირე იყო კათოლიკური ესპანეთი. [4] ახალი დედოფალი პროტესტანტი იყო, თუმცა კონსერვატიული ხასიათის. [15] მან შეავსო თავისი ახალი მთავრობა პროტესტანტებით. დედოფლის მთავარი მდივანი იყო სერ უილიამ სესილი, ზომიერი პროტესტანტი. [16] მაგრამ ელისაბედ I-მა კვლავ დააბრუნა სამეფო უზენაესობა 1559 წელს, მისი ტიტული გახდა უზენაესი მმართველი. საბოლოო უფლებამოსილების დოქტრინალური და იურიდიული დავები ახლა განიხილებოდა მონარქთან ერთად, ხოლო პაპს ჩამოართვეს შემოსავლების მიღების ფუნქცია და საბოლოო სიტყვა ეპისკოპოსების დანიშვნის შესახებ.[5] [13]

შედეგები რედაქტირება

რეფორმაციის შედეგად წარმოქმნილმა რელიგიურმა ძალებმა საბოლოოდ გაანადგურეს რელიგიური ერთიანობის შესაძლებლობა, რადგან პროტესტანტიზმის არ არის ერთი ეკლესია და შედგება მრავალი მიმდინარეობისგან. ისინი იზიარებენ ზოგადქრისტიანულ წარმოადგენას ღმერთზე, აღიარებენ სამებას, სწამთ სულის უკვდებამ თუმცა განსხვავებული შეხედულება აქვთ სულის ცოხონებასთან დაკავშირებით. განსხვავდება საეკლესიო მსახურებაც მიმდინარეობების მიხედვით. ათ მიაჩნიათ რომ ადამიანი ცხონდება მხოლოდ რწმენით, და არა კეთილი საქმეებით. მხოლოდ მადლით და არა ქმედებებით. მათთვის ავტორიტეტი არის ქრისტე და არა ეკლესია. აღიარებენ მხოლოდ ბიბლიას და არ აღიარებენ საეკლესიო ტრადიციებს.[13]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Scruton (1996, p. 470): "The Reformation must not be confused with the changes introduced into the Church of England during the 'Reformation Parliament' of 1529–36, which were of a political rather than a religious nature, designed to unite the secular and religious sources of authority within a single sovereign power: the Anglican Church did not until later make any substantial change in doctrine."
  2. Bray 1994.
  3. 3.0 3.1 3.2 MacCulloch 1996.
  4. 4.0 4.1 MacCulloch 2001.
  5. 5.0 5.1 Haigh 1993.
  6. MacCulloch 2003.
  7. Brigden (2000, p. 103): "He ... believed he that he could keep his own secrets ... but he was often deceived and he deceived himself."
  8. Brigden 2000. Her music book contained an illustration of a falcon pecking at a pomegranate: the falcon was her badge, the pomegranate, that of Granada, Catherine's badge.
  9. Warnicke 1983.
  10. 10.0 10.1 Lacey 1972.
  11. Phillips 1991.
  12. Morris 1998.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Marshall 2017.
  14. Duffy 2005.
  15. MacCulloch 2005.
  16. Moorman 1973.