ინგლისის პრემიერლიგა 2008-2009

2008–2009 წლების სეზონი იყო რიგით მე–17 მისი დაარსების თარიღიდან, 1992 წლიდან. მანჩესტერ იუნაიტედმა,რომელმაც პრემიერლიგის ხანგრძლივი პაექრობა მეთერთმეტედ მოიგო,წინა სეზონის მსგავსადაც შეძლო ტიტულის დაცვა.თამაშებმა,რომელთა განრიგი 2008 წლის 16 ივნისს იქნა გამოცხადებული,სტარტი 2008 წლის 16 აგვისტოს, შაბათს აიღო და 2009 წლის 24 მაისს დასრულდა. გათამაშებაში ოცმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.მათ შორის იყო ის 17 გუნდი, რომლებმაც პრემიერლიგის წინა სეზონშიც მიიღეს მონაწილეობა და ის 3 გუნდი, რომლებმაც ჩემპიონლიგაში საპრიზო ადგილები დაიკავეს და აღზევდნენ პრემიერლიგაში. ახალი სეზონის დასაწყისში, კლუბებს ნება დართეს სათადარიგოთა სკამზე ხუთის ნაცვლად უკვე 7 ფეხბურთელი დაესვათ. ეს სეზონი აგრეთვე იმითაც იყო განსხვავებული, რომ თამაშები არ ტარდებოდა ახალი წლის დღეს, როგორც ეს ტრადიციადაა მიღებული ინგლისში.ამის მთავარი მიზეზი კი იყო ის, რომ საფეხბურთო ასოციაციის მატჩები, რომლებიც ტრადიციულად იანვრის პირველ შაბათს ტარდებოდა, 2009 წელს უკვე ახალი წლის დღეს იქნა გადმოტანილი. სეზონის პირველი გოლი არსენალელმა სამირ ნასრიმ გაიტანა პრემიერლიგაში ახლადაღზევებული ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ შეხვედრის მეოთხე წუთზე გახსნის მატჩში, 16 აგვისტოს.ასტონ ვილას ფორვარდმა გაბრიელ აგბონლაჰორმა კი სეზონის პირველი ჰეთ–თრიქი შეასრულა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, როდესაც 7 წუთში 3 გოლის გატანა შეძლო. მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული 2009 წლის 16 მაისს, არსენალთან 0–0 დამთავრებულ შეხვედრაში შეინარჩუნა. მათ პრემიერლიგის ჩემპიონობა მეთერთმეტედ, ინგლისში პირველი გუნდის წოდება კი უკვე მეთვრამეტედ მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით ლივერპულს გაუთანაბრდნენ. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც მანჩესტერელებმა ტიტული ზედიზედ 3 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. ვესტ ბრომვიჩი გახდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონლიგაში დაქვეითდა ლივერპულთან საშინაო მატჩის 2–0 წაგების შემდეგ, 2009 წლის 17 მაისს. ჩემპიონლიგას ისინი მიდლსბროსთან და ნიუკასლთან ერთად შეუერთდნენ, რომლებიც სეზონის ბოლო ტურში, შესაბამისად, ვესტ ჰემთან და ასტონ ვილასთან დამარცხდნენ.ეს ნიშნავდა იმას, რომ ჰალი და სანდერლენდი დაქვეითებას გადაურჩნენ, მიუხედავად მანჩესტერთან და ჩელსისთან განცდილი მარცხისა.ეს იყო პირველი შემთხვევა 2005–2006 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც წინა სეზონში აღზევებული გუნდებიდან ორმა მათგანმა შეძლო ადგილის შენარჩუნება. ასტონ ვილამ, ევერტონმა და ფულემმა ევროპის ლიგის საგზური მიიღეს პრემიერლიგაში დაკავებული მაღალი ადგილების გამო.