იმპერიის ოლქი (გერმ. Reichskreis) — ადმინისტრაციული წარმონაქმნი საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენდა იმპერიის ყველა მსხვილი ისტორიული რეგიონის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების სამხედრო-საფინანსო მიზნით გაერთიანებას. ასეთი გაერთიანებები ასევე იქმნებოდა წესრიგის შენარჩუნების ეფექტურობისა და სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების მოგვარების მიზნით. ყველა ის სახელმწიფო, რომელიც შედიოდა ოლქის შემადგენლობაში, ინარჩუნებდა თავის სუვერენიტეტს.

იმპერიის ოლქები XVI საუკუნის დასაწყისში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება