იმპერატორის ახალი თავგადასავალი

იმპერატორის ახალი თავგადასავალი (ინგლ. The Emperor's New Groove) — Walt Disney Feature Animation-ის 2000 წლის ანიმაციური ფილმი. მისი დისტრიბუტორი იყო Buena Vista Distribution. ეს არის დისნეის რიგით მე-40 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მისი რეჟისორია მარკ დინდელი, პროდიუსერი — რენდი ფალმერი, სცენარის ავტორი — დევიდ რეინოლდსი, ხოლო როლებს ახმოვანებენ დევიდ სპეიდი, ჯონ გუდმენი, პატრიკ უორბარტონი, ერთა კიტი და ვენდი მალიკი. სიუჟეტის მიხედვით, ბოროტი გრძნეული, იზმა, ეგოისტურ იმპერატორ კუზკოს ლამად აქცევს. მას მხოლოდ გლეხი პაჩა თუ დაეხმარება. პრობლემა კი ის არის, რომ მანამდე იმპერატორმა განაცხადა, რომ პაჩას სახლის ადგილზე აპირებს თავისთვის ახალი დიდი სახლის აშენებას. ექვსწლიანი წარმოების პერიოდში ფილმის სიუჟეტი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

„იმპერატორის ახალი თავგადასავალი“
რეჟისორი მარკ დინდელი
პროდიუსერი რენდი ფალმერი
ისტორია
როლებში
მუსიკა ჯონ დებნი
მონტაჟი
  • ტომ ფინენი
  • პამ ზიგენჰაგენი
სტუდია
დისტრიბუტორი Buena Vista Distribution
პრემიერა
  • 15 დეკემბერი, 2000 (2000-12-15)
ხანგრძლივობა 77 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 100 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 169.3 აშშ დოლარი[1]

წარმოება დაიწყო მუსიკალური ფილმის იდეით, რომელსაც „მზის სამეფო“ ერქვა. რეჟისორები უნდა ყოფილიყვნენ დინდელი და როჯერ ალერსი (მეფე ლომი), თუმცა დისნეის აღმასრულებელმა პერსონალმა იგი უფრო მსუბუქი ჟანრის მეგობრების კომედიად აქცია. დოკუმენტურ ფილმში The Sweatbox ასახულია წარმოების ის სირთულეები, რომლებიც ფილმმა გამოიარა. „იმპერატორის ახალი თავგადასავალი“ ნომინირებული იყო ოსკარზე, საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის („My Funny Friend and Me“, სტინგი), თუმცა ჯილდო მოიგო ბობ დილანის „Things Have Changed“-მა („ვუნდერკინდები“). შემდგომში გამოვიდა ამ ფილმის ორი გაგრძელება, „კრონკის ახალი თავგადასავალი“ (პირდაპირ ვიდეოს სახით, 2005) და ტელესერიალი „იმპერატორის ახალი სკოლა“ (2006).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 The Emperor's New Groove. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2012-01-05.