იმერხევი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

სოფელი აფხაზეთში, საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმერხევი.

იმერხევი[2][3] (აფხ. Ахәырасқәа[4] [ახჿჷრასქვჿა]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ხაშუფსის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ხაშუფსის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 350 მ, გაგრიდან 25 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 10 კმ.

სოფელი
იმერხევი
აფხ. Ахәырасқәа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ხაშუფსე
კოორდინატები 43°23′49″ ჩ. გ. 40°08′11″ ა. გ. / 43.39694° ჩ. გ. 40.13639° ა. გ. / 43.39694; 40.13639
ცენტრის სიმაღლე 350±1 მეტრი
მოსახლეობა 24[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
იმერხევი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
იმერხევი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
იმერხევი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
იმერხევი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
იმერხევი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
იმერხევი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია რედაქტირება

XX საუკუნის პირველ მესამედში აქ იყო რუსული სოფლები სრედნე კოვალევსკოე №1 და სრედნე კოვალევსკოე №2. 40-იან წლებში ქართული სახელი იმერხევი ეწოდა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ახურაშქვა (Ахурашқəа).

დემოგრაფია რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 24 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 24 -- --

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 253.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო რედაქტირება