იმელდა მარკოსი

ფილიპინების პირველი ლედი

იმელდა მარკოსი, დაბადებით იმელდა რემედიოს ვიზიტასიონ რომუალდესი (ესპ. Imelda Remedios Visitación Romuáldez დ. 2 ივლისი, 1929, მანილა, ფილიპინები) — ფილიპინების პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ფილიპინების პირველი ლედი (1975-1986 წწ.) ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის ფერდინანდ მარკოსის ქვრივი. მისი მმართველობის დროს იყო მანილის გუბერნატორი, მინისტრი, აირჩიეს პარლამენტის წევრად, ჰქონდა მნიშვნელოვანი დიპლომატიური წოდებები: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი. მისი ქმრის დამხობის შემდეგ იგი კვლავ სამჯერ აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის წევრად (უკანასკნელად — 2013 წელს). ძალასა და მტკიცე ხასიათთან ერთად მას ჰქონდა სილამაზე და ელეგანტურობა. იმელდა მარკოსს ზოგჯერ მოიხსენიებდნენ „ფოლადის პეპლის“ (Steel Butterfly) ან „რკინის პეპლის“ (Iron Butterfly) სახელწოდებით.

იმელდა მარკოსი
იმელდა მარკოსი
ფილიპინების პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 დეკემბერი, 1965 – 25 თებერვალი, 1986
პრეზიდენტი  ფერდინანდ მარკოსი
წინამორბედიევა მაკაპაგალი
მემკვიდრეამელიტა რამოსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 თებერვალი, 1975 – 25 თებერვალი, 1986
პრეზიდენტიფერდინანდ მარკოსი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული2 ივლისი, 1929
მანილა, ფილიპინები
მეუღლეფერდინანდ მარკოსი
შვილებიფერდინანდი, იმელდა, ირენი

ბიოგრაფია რედაქტირება

იმელდა მარკოსი დაიბადა 1929 წლის 2 ივლისს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. მას შემდეგ რაც იმელდას დედა დაიღუპა ოჯახი ნათესავებთან გადასახლდა ტაკლობანში, სადაც დაასრულა წმინდა პავლეს კოლეჯი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 18 წლის ასაკში იმელდა გახდა ტაკლობანის სილამაზის დედოფალი, საბოლოოდ იგი „მის ფილიპინები“ გახდა.

1950 წელს იგი დაბრუნდა მანილაში, სადა ცხოვრობდა თავის ნათესავებთან. მისი ნათესავების სახლი დედაქალაქში ფაქტობრივად იყო ნაციონალისტური პარტიის შტაბი. 1954 წელს სწორედ აქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს და მომავალ პრეზიდენტს ფერდინანდ მარკოსსმეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, იმჟაამად ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის წევრს. გაცნობიდან 11 დღის შემდეგ იმელდას ფერდინანდმა ხელი სთხოვა.

1965 წელს ფერდინანდ მარკოსი პრეზიდენტად აირჩიეს და გახდა ქვეყნის მე-10 ხელმძღვანელი. 1969 წელს იგი ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტის თაამდებობაზე. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 1972 წლიდან პრეზიდენტის დამხობამდე, 1986 წლის 25 თებერვლამდე, იმელდა რეალურად მონნაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკავა სხვადასხვა თანამდებობები და ასრულებდა მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებს.

ცივი ომის პიკის დროს, ფილიპინების პირველი ლედი, აშშ-ის მოკავშირე, თავისი ქმრის სპეციალური წარმომადგენლის ხარისხში ესტუმრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, სსრკ-ს, აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტურ ქვეყნებს — რუმინეთს, უნგრეთს, ჩეხოსლოვაკიას, გდრ-ს, იუგოსლავიას, ასევე კუბას, ერაყსა და ჩრდილოეთ კორეას. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა არა მარტო რიჩარდ ნიქსონთან და რონალდ რეიგანთან, არამედ მაო ძედუნთან, ლეონიდ ბრეჟნევთან, კიმ ირ სენთან და სადამ ჰუსეინთან.

1986-1991 წლამდე იმელდა მარკოსი ემიგრაციაშია. 1991 წელს ფილიპინების მთავრობამ იმელდას ნება დართო ქვეყანაში დაბრუნებულიყო. 1992 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. მიიღო ხმების 10.32% და დაიკავა მეხუთე ადგილი. 1995 წელს გახდა წარმომადგენელტა პალატის წევრი კუნძულ ლეიტედან. 1998წელს ფილიპინების ანტიკორუფციულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო ხელისუფლებისათვის არახელსაყრელი ხელშეკრულების დადების გამო, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით გააუქმა ეს გადაწყვეტილება. 2010 და 2013 წელს კვლავ აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში.

ლიტერატურა რედაქტირება