ილიე ნასტასე (რუმ. Ilie Năstase; დ. 19 ივლისი, 1946, ბუქარესტი, რუმინეთი) — რუმინელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ილიე ნასტასე

ნასტასე 1973 წელს
ქვეყანა (სპორტი) რუმინეთის დროშა რუმინეთი
საცხოვრებელი ადგილი კონსტანცა, რუმინეთი
დაიბადა 19 ივლისი, 1946 (1946-07-19) (77 წლის)
ბუქარესტი, რუმინეთი
სიმაღლე 182 სმ.
პროფესიონალი 1969
კარიერა დაასრულა 1985
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 2,076,761 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 1991 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 846–317 (72.74%)
ტიტულები კარიერაში 58
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (23 აგვისტო, 1973)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1რ (1981)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1973)
უიმბლდონი ფინალი (1972, 1976)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1972)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1971, 1972, 1973, 1975)
WCT-ის ფინალი მეოთხედფინალი (1974, 1977, 1978)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 511–217 (70.19%)
ტიტულები კარიერაში 45
უმაღლესი რეიტინგი მე-10 (30 აგვისტო, 1977)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1970)
უიმბლდონი გამარჯვება (1973)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1975)
შერეული წყვილები
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
უიმბლდონი გამარჯვება (1970, 1972)
აშშ-ის ღია პირველობა ფინალი (1972)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი ფინალი (1969, 1971, 1972)
ბოლოს განახლდა: 3 ნოემბერი, 2018.

ნასტასეს ერთეულთა თანრიგში მოგებული აქვს 2 დიდი სლემის ტურნირი – 1 საფრანგეთის ღია პირველობა და 1 აშშ-ის ღია პირველობა. 1973 წელს, იგი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობაზე სეტის წაგების გარეშე გაიმარჯვა. ნასტასემ ასევე მოიგო 4 წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 58 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. იგი 40 კვირის განმავლობაში იკავებდა რეიტინგში პირველ ადგილს.

ილიე ნასტასეს სამი დიდი სლემის ტურნირი აქვს წყვილთა თანრიგში მოგებული – 1 საფრანგეთის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა. ჯამში მან ATP-ის 45 ტურნირი მოიგო წყვილებში. რუმინელმა ჩოგბურთელმა ასევე ორჯერ გაიმარჯვა უიმბლდონზე შერეულ წყვილებში.

1991 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები რედაქტირება

ერთეულები: 5 (2–3) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1971 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   იან კოდეში 6–8, 2–6, 6–2, 5–7
მარცხი 1972 უიმბლდონი ბალახი   სტენ სმითი 6–4, 3–6, 3–6, 6–4, 5–7
გამარჯვება 1972 აშშ-ის ღია პირველობა (1) ბალახი   არტურ ეში 3–6, 6–3, 6–7(1–5), 6–4, 6–3
გამარჯვება 1973 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   ნიკოლა პილიჩი 6–3, 6–3, 6–0
მარცხი 1976 უიმბლდონი ბალახი   ბიერნ ბორგი 4–6, 2–6, 7–9

წყვილები: 5 (3–2) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 1966 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   იონ ცირიაკი   კლარკ გრებნერი
  დენის რალსტონი
3–6, 3–6, 0–6
გამარჯვება 1970 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   იონ ცირიაკი   არტურ ეში
  ჩარლი პასარელი
6–2, 6–4, 6–3
მარცხი 1973 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   ჯიმი კონორსი   ჯონ ნიუკომბი
  ტომ ოკერი
1–6, 6–3, 3–6, 7–5, 4–6
გამარჯვება 1973 უიმბლდონი (1) ბალახი   ჯიმი კონორსი   ჯონ კუპერი
  ნილ ფრეიზერი
3–6, 6–3, 6–4, 8–9(3), 6–1
გამარჯვება 1975 აშშ-ის ღია პირველობა (1) თიხა   ჯიმი კონორსი   ტომ ოკერი
  მარტი რისენი
6–4, 7–6

შერეული წყვილები: 3 (2–1) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1970 უიმბლდონი (1) ბალახი   როზმარი კაზალსი   ოლგა მოროზოვა
  ალექსანდრე მეტრეველი
6–3, 4–6, 9–7
გამარჯვება 1972 უიმბლდონი (2) ბალახი   როზმარი კაზალსი   ივონ გულაგონგ კოული
  კიმ უორვიკი
6–4, 6–4
მარცხი 1972 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი   როზმარი კაზალსი   მარგარეტ კორტი
  მარტი რისენი
3–6, 5–7

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 5 (4–1) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1971 მასტერსის გრან-პრი, პარიზი (1) ხალიჩა (დ)   სტენ სმითი 5–7, 7–6(7–4), 6–3
გამარჯვება 1972 მასტერსის გრან-პრი, ბარსელონა (2) ხალიჩა (დ)   სტენ სმითი 6–3, 6–2, 3–6, 2–6, 6–3
გამარჯვება 1973 მასტერსის გრან-პრი, ბოსტონი (3) ხალიჩა (დ)   ტომ ოკერი 6–3, 7–5, 4–6, 6–3
მარცხი 1974 მასტერსის გრან-პრი, მელბურნი ბალახი   გილიერმო ვილასი 6–7(6–8), 2–6, 6–3, 6–3, 4–6
გამარჯვება 1975 მასტერსის გრან-პრი, სტოკჰოლმი (4) ხალიჩა (დ)   ბიერნ ბორგი 6–2, 6–2, 6–1

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება