იკეა (IKEA) — მულტინაციონალური კონცერნი, რომლის ბიზნესის სამოღვაწეო პროფილია სახლის მოსაწყობად საჭირო ხელითასაწყობი ავეჯის, საბინაო აქსესუარების დამზადება-გაყიდვა. გარდა ამისა, ევროპის ზოგ ქვეყანაში, უკვე აწყობილი სახით, ე.წ. მზასახლებსაც კი ჰყიდიან.

ოფიციალური ლოგო
იკეა

კონცერნის სავაჭრო კონცეფცია უმთავრესად გათვლილია მასობრივ მომხმარებელზე, რის გამოც იკეასეული პროდუქციის ჯერ კიდევ შეფუთვაში გათვალისწინებულია გამოუცდელი მასობრივი მყიდველი, რომელმაც საქონლის სახლში მიტანისთანავე თვითონ უნდა შესძლოს მისთვის საჭირო ავეჯის, ნივთის აწყობას. შესაბამისი ინსტრუქციებიც თანმიმდევრულობის მიხედვითაა აგებული და ნუმერირებული. უპირატესობა იდეოგრაფიულ ენას ენიჭება.

საწარმო 1943 წელს დააფუძნა ინგვარ კამპრადმა (Ingvar Kamprad) შვედეთში, ხოლო დღესდღეობით კი ნიდერლანდებშია რეგისტრირებული და ეკუთვნის ფონდს სახელწოდებით INGKA Foundation.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იკეა&oldid=4505486“-დან