იისებრნი (Violaceae) — ორლებნიან ფურცლებგანცალკევებულ მცენარეთა ოჯახი. უმეტესად ბალახები, ზოგჯერ ბუჩქები, ხეები (ტროპიკებში) და ლიანებია.

იისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  იისებრნი
ლათინური სახელი
Violaceae

ცნობილია 900-მდე სახეობა (22 გვარის). გავრცელებულია ტროპიკებსა და ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში მხოლოდ ერთი გვარია — ია; გვხვდება მისი ეთერზეთოვანი, სამკურნალო და დეკორატიული სახეობები.

ლიტერატურა რედაქტირება