ივლისის რევოლუცია

ივლისის რევოლუცია (ფრანგ. Révolution de Juillet), ივლისის დღეები, — საყოველთაო აჯანყება პარიზში 1830 წელს, რომელმაც დაამხო შარლ X, საფრანგეთის უკანასკნელი მეფე ბურბონთა დინასტიის მთავარი შტოდან და ტახტზე აიყვანა მისი ბიძაშვილი, ლუი-ფილიპ ორლეანელი.

რევოლუციური გამოსვლების უშუალო მიზეზი გახდა შარლ X-ის 1830 წლის 26 ივლისის ბრძანებები, რომელიც კვეცდა სამოქალაქო უფლებებს და ეწინააღმდეგებოდა 1814 წლის ქარტიას. საპროტესტო აქციებსა და ქუჩის დემონსტრაციებს მოჰყვა პარიზში სამდღიანი შეიარაღებული შეტაკებები (27-29 ივლისი). 2 აგვისტოს შარლი იძულებული გახდა გადამდგარიყო, 9 აგვისტოს კი ლუი-ფილიპი „ფრანგთა მეფედ“ გამოცხადდა. საფრანგეთში დამყარდა „ივლისის მონარქია“, რომელიც საშუალო კლასის ზედა ფენების (ბურჟუაზია) პოლიტიკური და საზოგადოებრივი დომინირების ხანა იყო და 1848 წლის რევოლუციამდე გაგრძელდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.