ივეტ გრიმო (ფრანგ. Yvette Grimaud; დ. 29 იანვარი, 1920, ალჟირი, — გ. 19 თებერვალი, 2012) — ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი და ეთნომუსიკოლოგი, ქართული მუსიკალური ფოლკლორის მკვლევარი.

დაამთავრა პარიზის კონსერვატორია (ოლივიე მესიანის მოწაფე). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ლიონისა და პარიზის კონსერვატორიებში. იყო ფრანგი კომპოზიტორის და დირიჟორის — პიერ ბულეზის ნაწარმოების პირველი შემსრულებელი. როგორც ეთნომუსიკოლოგი, იწერდა და იკვლევდა სხვადასხვა ხალხის (ბუშმენების, პიგმეების, კაბილიელი და ალჟირელი ბერბერების, ირანელების, იაპონელების და სხვ.) ფოლკლორს. დაინტერესებული იყო ქართული ხალხური მუსიკით. 1967 წელს ჩამოვიდა საქართველოში და გრიგოლ ჩხიკვაძესთან ერთად მოიარა საქართველოს არაერთი კუთხე, ჩაიწერა 350-ზე მეტი ხალხური სიმღერა. 1989 წელს ამ საექსპედიციო მასალის ნაწილი პარიზში გამოსცა დისკის სახით (Géorgien. Chants de travail, chants religieux). ქართული მუსიკალური ფოლკლორის შესახებ გამოქვეყნებული აქვს სტატიები პარიზის ქართველოლოგიურ ჟურნალში „ბედი ქართლისა“.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Musique traditionelle de Géorgie (1969), «Bedi Kartlisa», vol. 26, P., C. N. R. S.;
  • Musique vocale géorgienne d’Europe orientale (1977), იქვე, vol.25;
  • Symboles d’un chant svane (Géorgie d’Europe orientale) (1978), იქვე, vol.36;
  • Géorgie. Chants religieux (1970), იქვე, vol.37;
  • Note sur le chant géorgien „Orovela“ de Kartl-Kakhete (1980), იქვე, vol.37;
  • Géorgie. Chants de travail (1981), იქვე, vol.37.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნაკაშიძე, ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • „ივეტ გრიმო და ქართული სიმღერა = Grimaud and Georgian song“ (ქართ., ინგლ.), თბ., 2019.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება