ივანე დემეტრაშვილი

ივანე გაბრიელის ძე დემეტრაშვილი (დ. 2 ნოემბერი, 1910, სოფ. დიდი თონეთი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, — გ. 16 აპრილი, 1945, ბერლინის მისადგომებთან, დაკრძალულია კოსტშინში, პოლონეთი) — საბჭოთა არმიის ქართველი კაპიტანი, საბჭოთა კავშირის გმირი (31 მაისი, 1945, სიკვდილის შემდეგ).

დაამთავრა თბილისის კავშირგაბმულობის ტექნიკუმი 1931 წელს. 1928-1930 წლებში და II მსოფლიო ომის დროს, 1941 წლიდან მსახურობდა წითელი არმიაში. დაამთავრა საპოლკო სკოლა და უმცროსი ლეიტენანტების კურსები. 1942 წლიდან მოქმედ არმიაში იყო. იბრძოდა ბელორუსიის I ფრონტის ჯარების შემადგენლობაში (1054-ე მსროლელი პოლკის მე-2 ბატალიონის ასეულის მეთაური). ბერლინის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაიღუპა ამავე ბრძოლაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები.

ლიტერატურა რედაქტირება