იერარქია (ბერძ. ἱεραρχία < ἱερός — „წმინდა“ და αρχία — „მმართველობა“) — თანამდებობათა, წოდებულებათა თანმიმდევრული სისტემა უდაბლესიდან უმაღლესისაკენ (დაქვემდებარების წესით); მთელი ნაწილების გაშლა ზემოდან ქვემოთ მიმავალი რიგით. ტერმინი პირველად გამოიყენებოდა ქრისტიანული ეკლესიის ორგანიზაციის დასახასიათებლად. თანამედროვე ლიტერატურაში ტერმინი იმავე მნიშვნელობით იხმარება სახელმწიფოს ბიუროკრატიული სტრუქტურის დასახასიათებლად. ტერმინი პირველად გამოიყენა დიონისე არეოპაგელმა.

ლიტერატურა რედაქტირება