იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი (ნორვ. Jens Stoltenberg; დ. 16 მარტი 1959, ოსლო) — ნორვეგიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 2000-2001 და 2005-2013 წწ., ნატოს გენერალური მდივანი. თანამდებობა დაიკავა 2014 წლის 1 ოქტომბერს.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი
ნატოს მე-13 გენერალური მდივანი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 ოქტომბერი, 2014
წინამორბედიანდერს ფოგ რასმუსენი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ოქტომბერი, 2005 – 16 ოქტომბერი, 2013
მონარქი  ჰარალდ V
წინამორბედიხიელ მაგნე ბუნევიკი
მემკვიდრეერნა სოლბერგი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 მარტი, 2000 – 19 ოქტომბერი, 2001
მონარქი  ჰარალდ V
წინამორბედიხიელ მაგნე ბუნევიკი
მემკვიდრეხიელ მაგნე ბუნევიკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 აპრილი, 2002 – დღემდე
წინამორბედითურბიერნ იაგლანდი

დაბადებული16 მარტი, 1959
ოსლო, ნორვეგია
პოლიტიკური პარტიანორვეგიის მუშათა პარტია
მეუღლეინგრიდ სკულერუდი
შვილებიაქსელი, ანა-კატერინა
განათლებაოსლოს უნივერსიტეტი
ხელმოწერა

დაიბადა ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწის ოჯახში. მისი მამა ტურვალდ სტოლტენბერგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 1987 წელს დაამთავრა ოსლოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. კარიერა დაიწყო როგორც ჟურნალისტმა გაზეთში „Arbeiderbladet“. 1985-1989 წლებში ხელმძღვანელობდა მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას. 1993 წლიდან 2013 წლამდე იყო ნორვეგიის პარლამენტის წევრი.1993-1996 წლებში გრუ ჰარლემ ბრუნტლანის კაბინეტში ეკავა ვაჭრობისა და ენერგეტიკის მინისტრის, ხოლო 1996-1997 წწ. თურბიერნ იაგლანდის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობები.

2000 წელს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და ეს თანამდებობა ეკავა უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე, 2001 წლამდე რომელშიც მუშათა პარტიამ მიიღო ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 24 % და აჩვენა თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი შედეგი.

2002 წლიდან პარტიის ხელმძღვანელია. 2005 წელს სოციალისტურ მემარცხენე პარტიასთან ალიანსში მოიგო საპარლამენტო არჩევნები და კვალავ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2005-2013 წლებში მისი ხელმძღვანელობით შრომის პარტიამ ორჯერ ზედიზედ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. სტოლტენბერგის პრემიერ-მინისტრობის დროს ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოხდა, როდესაც სოციალისტთა ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა ანდრეს ბრეევიკი.

2014 წლის 1 ოქტომბრიდან ნატოს გენერალური მდივანია[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Nato names Stoltenberg next chief“. BBC News. 28 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 9 April 2014.