იდილია (ბერძ. eidyllion — პატარა სურათი, უპირატესად მწყემსების ცხოვრებიდან) — ჟანრული ფორმა ლიტერატურასა და ფერწერაში.

ამურის ჩურჩული, ალეგორიული ნახატი, უილიამ ბუგერო, XIX საუკუნე.

ლიტერატურაში რედაქტირება

ბუკოლიკური პოეზიის ჟანრული ფორმა, ლექსი (იშვიათად პროზაული ნაწარმოებიც), რომელშიც მწყემსის, სოფლის მყუდრო, მშვიდ და მარტივი ცხოვრების სურათებია ნაჩვენები გრძნობიერ, მიმზიდველ ფორმებსა და ფერებში. იდილიისთვის დამახასიათებელია სოციალურობას მოკლებული ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, რითაც იდილია უახლოვდება ბუკოლიკას.

იდილიის მამამთავრად ითვლება ბერძენი მწერალი თეოკრიტე (ძვ. წ. III ს.). ანტიკური პოეზიის გავლენით იდილია ფართოდ გავრცელდა XVII–XVIII საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში.

ქართულ ლიტერატურაში იდილიური სურათია აკაკი წერეთლის სიმღერა მკის დროს, ილია ჭავჭავაძის კაკო ყაჩაღში მწყემსის ცხოვრების აღწერა, დავით გურამიშვილის ქაცვია მწყემსი და სხვა.

მხატვრობაში რედაქტირება

მხატვრობაში იდილია არის ბუკოლიკური ცხოვრების ამსახველი ტილო. ხშირად გამოსახულია მწყემსი და მისი ცხოვრელები სოფლურ გარემოში. იდილიურ სურათებზე ხშირად სამი ძირითადი ელემენტი გვხვდება: ადამიანი, ცხოველი და ბუნება - რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული იდილია მხატვრობაში განვითარდა XVIII საუკუნეში როკოკოს შემდეგ.

ფიგურალური მნიშვნელობა რედაქტირება

ფიგურალური მნიშვნელობით იდილია არის ნაზი და გულუბრყვილო სიყვარული ორ ადამიანს შორის, რომლებიც ცხოვრობენ იდეალიზირებული გრძნობით გარემოცულნი. ეს არის ურთიერთგაგებასა და ურთიერთნდობაზე დამყარებული საოცნებო ურთიერთობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება