იგორ კოკოშკოვი (სერბ. Игор Кокошков; დ. 17 დეკემბერი, 1971) — სერბი კალათბურთის მწვრთნელი. ამჟამად წვრთნის თურქულ „ფენერბახჩეს“. საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2008-2015 წლებში.

იგორ კოკოშკოვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1971(1971-12-17) (52 წლის)
დაბ. ადგილი ბელგრადი
სიმაღლე 194
ქვეყანა სერბეთი და აშშ
კლუბი ორლანდო მეჯიკი
ჯილდოები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი[1]

იგორ კოკოშკოვის მოთამაშის კარიერა 24 წლის ასაკში დასრულდა, როდესაც ავტო-ავარიაში მოჰყვა. ამის შემდეგ ის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა იუგოსლავიის კალათბურთის ისტორიაში.

კოკოშკოვი მწვრთნელად მუშაობდა ბელგრადის რამდენიმე კლუბში, ასევე იყო იუგოსლავიის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი.

2008-2013 წლებში იყო „ფინიქს სანსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 2013 წლიდან არის „კლივლენდ კავალიერსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. 2011 წლის 18 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ იგორ კოკოშკოვთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, სისტემით - 2+2[2][3]. 2017 წელს სლოვენიის ნაკრების მწვრთნელობის პერიოდში ნაკრებს მოაგებინა ევრობასკეტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება