იგიჯემალ ქარჩხაძის ალეგორიული მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1977 წელს, ჟურნალში — „ცისკარი“. მთავარი პერსონაჟი — „იგი“ — პრეისტორიულ ხანაში ცხოვრობს. ყველაფერი ჩვეულებრივადაა, სანამ იგი აზროვნებას დაიწყებს.

„იგი“

ავტორი ჯემალ ქარჩხაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა ალეგორია
გამოცემის თარიღი 1977
გვერდი 50
ISBN 99928-994-7-6

შინაარსი და სტრუქტურა რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „იგი“ აღწერილია პრეისტორიული ხანის ადამიანების არსებობა და მათგან ერთ-ერთის ცხოვრების გზა პიროვნებად ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ.

ნაწარმოების დასაწყისში ვეცნობით ტომის ირგვლივ არსებულ მოვლენებს, საიდანაც ჩნდება „იგის“, როგორც მას ავტორი უწოდებს, უჩვეულო დამოკიდებულება სამყაროსადმი. ძველი ბელადის „დაძინების ქარაფზე“ ასვლისა და კვალის დატოვების შემდეგ, იგის უჩნდება კითხვები, მის „სხეულში გაკვირვება აწრიალდება“ და ცდილობს ამოხსნას საიდუმლო, რაც გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი ხდება.

„იგის“ თანამოძმეებისგან განასხვავებს წელში გამართული სიარული, რაც მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. იგი გრძნობს მოახლოებულ ხიფათს, რომელიც გამორჩეულობამ შეიძლება მოუტანოს და სიტყვებით გადმოსცემს სათქმელს „იგი ისეთი უნდა გახდეს როგორიც არიან სხვები“. იგი ცდილობს დაემსგავსოს თანამოძმეებს, და გაუძლოს ფიზიკურ ტკივილს რომელიც უფრო ასატანია ვიდრე სიმარტოვით გამოწვეული მწუხარება.

პირველყოფილების „საზოგადოებაში“ მიუღებელია სამყაროს სხვაგვარი აღქმა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის არსებობა.იგის სხვებისგან განმასხვავებელ ფიზიკურ ნიშანს ემატება სულიერი მხარეებიც, რომლების დამალვაც შეუძლებელია. ის ბუნებას ახლებურად ხედავს, რასაც მასთან თამაში და სიტყვების უჩვეულო დალაგება ადასტურებს.

პიროვნებად ჩამოყალიბებაში იგის ეხმარება ხორციელი სიამოვნება, თავისუფლებისა და სიყვარულის შეგრძნება, რაც მას შემოქმედებით საქმიანობამდე მიიყვანს. იგის ასეთი ფერიცვალება, შეუმჩნეველი არ რჩება ტომის ბელადისა და მისი მიმდევრებისთვის. „სხვა ჯიშის“ არსება ირიყება მათი ჯგუფისაგან, მისდამი დამოკიდებულება უფრო მწვავდება, რასაც საბოლოოდ იგის გაქრობის გადაწყვეტილებამდე მივყავართ. იგი, წელში გამართული მიაბიჯებს ქარაფზე, და უკან მოხედვის დიდი სურვილის მიუხედავად წინ მიდის, რაც მისი ღირსებების აღიარებაზე მეტყველებს. იგიმ გაიგო რა დარჩებოდა მისი წასვლის შემდეგ და ამითი განახორციელა თავისი იდეა.

ჯემარ ქარჩხაძე მოთხრობის ასეთი დასასრულითა და პერსონაჟის მიერ ნათქვამი სიტყვებით „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“ მიგვანიშნებს პიროვნების მარადიულობაზე. იგისგან დარჩა იდეა, რომლის მემკვიდრე ზუც, აცნობიერებს თავის ინდივიდუალურ სახეს და წელში გამართული აგრძელებს ცხოვრებას. მკითხველი აღმოაჩენს რომ მიუხედავად საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულებისა, თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისუფალი სული და იგი ადრე თუ გვიან გამოვლინდება.

 

პერსონაჟები რედაქტირება

  • „იგი“ - მთავარი პერსონაჟი, ადამიანი, რომელიც იწყებს „აზროვნებას“ და წელში პირველი გაიმართება.
  • „ნი“ - ქალი, რომელიც იგის უყვარს.
  • „ბელადი“ - მოთხრობის ანტაგონისტი.
  • „ზუ“ - „იგის“ მიმდევარი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იგი&oldid=4429677“-დან