იბრაჰიმ ბარე მაინასარა

იბრაჰიმ ბარე მაინასარა (ფრანგ. Ibrahim Baré Maïnassara; დ. 9 მაისი, 1949, მარადი — გ. 9 აპრილი, 1999, ნიამეი) — ნიგერის არმიის პოლკოვნიკი, ნიგერის ეროვნული ხსნის საბჭოს თავმჯდომარე 1996 წელს და ნიგერის პრეზიდენტი 1996–1999 წლებში. ხელისუფლებაში მოვიდა 1996 წლის სამხედრო გადატრიალების გზით და თვითონაც გადატრიალების მსხვერპლი გახდა. 1999 წელს ის დაამხეს და მოკლეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება