იბნ ასაქირი, ალი იბნ ალ-ჰასან იბნ ასაქირი (დ. 1105, დამასკო — გ. 25 იანვარი, 1176, იქვე) — არაბი ისტორიკოსი. „დამასკოს ისტორიის“ ავტორი. წიგნი წარმოადგენს დამასკოსთან დაკავშირებულ გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების კრებულს, შეიცავს მრავალ ძვირფას ცნობას ამ ქალაქისა და საერთოდ სირიის ისტორიის შესახებ.

ლიტერატურა რედაქტირება