იასამანი (ლათ. Syringa) — მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია.

იასამანი
Syringia vulgaris
Syringia vulgaris
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ზეთისხილისებრნი
გვარი:  იასამანი
ლათინური სახელი
Syringa

ცნობილია 30-მდე სახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში. კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სპარსული, უნგრული და ჩინური იასამნები. ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. მისი სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია.

მუქი მწვანე წვეტიანი ფოთოლი აქვს. ფუძე გულისებრი, სურნელოვანი, თეთრი, ლილისფერი ან იისფერი ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა. იზრდება ნათელ ადგილებში, ყვავილობს ადრე გაზაფხულზე, ყინვა- და გვალვაგამძლეა. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. სპარსული იასამანი 2 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს ლანცეტისებრი ფოთოლი. გვალვაგამძლეა, ცუდად იტანს ზამთარს. მრავლდება უმთავრესად ვეგეტატიურად. უნგრული იასამანი სიმაღლით 3-4 მ-იანი ბუჩქია. აქვს ელიფსური ფოთოლი, წვრილი ყვავილი ლილისფერია ან იისფერი. მრავლდება თესლითა და კალმით. გვალვაგამძლეა, კარგად იტანს ზამთრის პირობებსაც. ჩინური იასამანი ჩვეულებრივი და სპარსული იასამანის ჰიბრიდია. მრავლდება ვეგეტატიურად. იასამანი კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ.

პარფიუმერიაში იყენებენ იასამნის ყვავილოს ექსტრატს, სადურგლო საქმეში — მერქანს.

ლიტერატურა რედაქტირება