იარმუკის ბრძოლა
არაბეთ-ბიზანტიის ომების ნაწილი
თარიღი 15-20 აგვისტო, 636
მდებარეობა მდინარე იარმუკის ხეობა, სირია
შედეგი არაბების გამარჯვება
მხარეები
არაბთა სახალიფო ბიზანტიის იმპერია
მეთაურები
ხალიდ იბნ ალ-ვალიდი თეოდორე ტრითირიუსი
ძალები
15 000–40 000
(თანამედროვე შეფასება)

24,000–40,000
(წყაროების მიხედვით)

15 000–150 000
(თანამედროვე შეფასება)

100 000–400 000
(არაბული წყაროებით) 140 000 (რომაული წყაროებით)

დანაკარგები
3000 მოკლული[1] 45 % ან 50 000+ მოკლული
(თანამედროვე შეფასება)[1][2]
70 000–120 000 მოკლული
(წყაროების მიხედვით)
იარმუკის ბრძოლა ვიკისაწყობში

იარმუკის ბრძოლაბიზანტია-არაბეთის ბრძოლა. გაიმართა 636 წლის 20 აგვისტოს სირიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

635 წელს არაბებმა დამასკო და სამხრეთ სირიის ქალაქების უმრავლესობა აიღეს. ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ შეკრიბა დაახ. 100 000-იანი არმია სირიის გასათავისუფლებლად. უზარმაზარი არმია ხუთ მხედართმთავარს ჩააბარა. პირველი არმია შედგებოდა აღმოსავლეთი სომხებისაგან, მასში ასევე შედიოდნენ სირიელებიც. არმიას ხელმძღვანელობდა ვაჰანი. მეორე არმია სლავებისა და ბიზანტიის ევროპული პროვინციის მოსახლეობისაგან შედგებოდა და ხელმძღვანელობდა იბნ კანატირი. მესამე არმია ქრისტიანი არაბებისაგან შედგებოდა და მეთაურობდა ჯაბალა ბინ აიჰამა. მეოთხე არმიაში შედიოდნენ ბიზანტიის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხები, მეთაურობდა სომეხი გრიგორი. მეხუთე არმია იყო ბიზანტიელების არმია. არაბებს მეთაურობდა ხალიდ იბნ ალ-ვალიდი, ბიზანტიელებს - თეოდორე ტრითირიუსი.

იარმუკის ბრძოლა გაგრძელდა სამი დღე და დასრულდა ბიზანტიელების სრული მარცხით. ბრძოლაში დაიღუპა სამი ბიზანტიელი მხედართმთავარი.

ამ მარცხის შედეგად არაბებმა დაიმორჩილეს მთელი პალესტინა, 637 წელს აიღეს იერუსალიმი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Akram 2004, p. 425
  2. ბრიტანიკა (2007): "More than 50,000 byzantine soldiers died"