იან ლარი — (დ. 15 თებერვალი 1900, რიგა, რუსეთის იმპერია — გ. 18 მარტი 1977, ლენინგრადი) — საბჭოთა საბავშვო მწერალი, ფანტასტი. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა მეფის ჯარში. ოქტომბრის დიდი რევოლუციის შემდეგ გადავიდა წითლების მხარეს და მონაწილეობდა სამოქალაქო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა გაზეთებში.

იან ლარი
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1900(1900-02-15)[1] [2] [3] ან 3 (15) თებერვალი, 1900[2]
დაბადების ადგილი რიგა, ლივონიის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1977(1977-03-18)[1] [2] [3] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
საქმიანობა საბავშვო მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პირველი ნაწარმოები გამოსცა 1920-იან წლებში. ცნობილი გახდა საბავშვო წიგნით „კარიკისა და ვალიას არაჩვეულებრივი თავგადასავლები“ (1937). 1941 წლის აპრილში ლენინგრადის საქალაქო სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია. გამოსცემდა ნაწარმოებს. გარდაიცვალა 1977 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება