იალღუნისებრნი (ლათ. Tamaricaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ტანდაბალი ხეები, ბუჩქები და ბუჩქბალახებია. წვრილი ქერქლისებრი ფოთლები მორიგეობით აქვთ გაწყობილი. ყვავილები წვრილი და უფრო ხშირად ორსქესიანია; შეკრებილია მრევნისებრ ან საგველასებრ ყვავილედებად, ზოგჯერ მარტოულია. ნაყოფი მრავალთესლიანი კოლოფია.

იალღუნისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  იალღუნისებრნი
ლათინური სახელი
Tamaricaceae

იალღუნისებრნი შეიცავს ოთხი გვარის 120 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. გავრცელებულია საქართველოშიც. ამ ოჯახის სამი გვარია ცნობილი: იალღუნი, მთის იალღუნი (ლათ. Myricaria) და რეომიურია (ლათ. Reamuria).

იზრდებიან უმთავრესად უდაბნოს, ნახევრად უდაბნოსა და ველის (სტეპის) ზონაში (მთის ხეობებში ზოგი სუბალპურ სარტყელს აღწევს), ზღვების, ტბებისა და მდინარეების ნაპირებზე. დამლაშებულ მშრალ ფერდობებზე, რიყეზე და სხვა. შეიცავენ მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. ზოგი სახეობა თაფლოვანი და დეკორატიულია.

ლიტერატურა რედაქტირება