იალომიცა (რუმ. Ialomița) — მდინარე რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 414 კმ, აუზის ფართობი 8900 კმ². სათავე აქვს სამხრეთ კარპატებში, ბუჩეჯის მასივზე, ზღვის დონიდან 2160 მ სიმაღლეზე. შუა და ქვემო დინებაში მიედინება ქვემო დუნაის ვაკეზე. მარცხნიდან ერთვის მდინარე პრაჰოვა. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა და წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები ზაფხულში. ზამთრის ჩამონადენი დაბალია. წყლის საშუალო ხარჯი 70 მ³/წმ. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. მდინარის ნაპირზეა ქალაქები ტირგოვიშტე, სლობოზია და სხვა.

იალომიცა
Ialomița
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ქალაქები ტირგოვიშტე
სლობოზია
სათავე ბუჩეჯი
სიგრძე 414 კმ
აუზის ფართობი 8900 კმ²
იალომიცა ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება