ნიენიერი იაია ტურე (დ. 13 მაისი, 1983), საზოგადოდ ცნობილი, როგორც იაია ტურეკოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელი. თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ და კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში. ტურე ცნობილია თავისი სისწრაფით, ზუსტი პასებით, კარგი ფიზიკური მომზადებით და ტექნიკით. როგორც უნივერსალი ფეხბურთელი, თამაშობდა ასევე თავდამსხმელის პოზიციაზე ახალგაზრდულ წლებში.[2] ასევე უთამაშია ცენტრალური მცველის პოზიციაზეც, მათ შორის „ბარსელონას“ შემადგენლობაში 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც.[3]

იაია ტურე
Yaya Touré
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნიენიერი იაია ტურე
დაბადების
თარიღი
13 მაისი, 1983 (1983-05-13) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ბუაკრე, კოტ-დ’ივუარი
სიმაღლე 191 სმ.[1]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2003
2003–2005
2005–2006
2006–2007
2007–2010
2010–
ბევერენი
მეტალურგი
ოლიმპიაკოსი
მონაკო
ბარსელონა
მანჩესტერ სიტი
70
33
26
27
74
230
(3
3
3
5
4
59)
ეროვნული ნაკრები
2004- კოტ-დ’ივუარი 67 (10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18:46, 18 მაისი, 2012 (UTC)
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 24 თებერვალი, 2012 (UTC)

კარიერა დაიწყო „ASEC Mimosas-ში“, სადაც შედგა მისი დებიუტი 18 წლის ასაკში. მისმა თამაშმა მიიპყრო ევროპული კლუბების ყურადღება. თამაშობდა ბელგიურ „ბევერენში“, უკრაინის „დონეცკის მეტალურგში“, საბერძნეთის „ოლიმპიაკოსში“ და საფრანგეთის „მონაკოში“.

2007 წელს გადავიდა კატალონიურ „ბარსელონაში“, სადაც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტ მატჩში. ის „ბარსელონაში“ თამაშობდა 2010 წელს, როდესაც კლუბისთვის ისტორიული პერიოდი იდგა — მოიგეს ექვსი ტურნირი ერთ სეზონში.

2010 წელს ტურე გადავიდა პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“, სადაც გაიტანა მთელი რიგი მნიშვნელოვანი გოლი „ქალაქური“ კლუბისთვის.

კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 67 მატჩი. ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს ჩემპიონატებზე, 2006 და 2010 წლებში.

იაია არის კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრების და „ლივერპულის“ ფეხბურთელის, კოლო ტურეს უმცროსი ძმა.

კარიერის სტატისტიკა რედაქტირება

განახლდა: 10 მაისი 2012.
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროპა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ბევერენი 2001–02 28 0 0 0 0 0 28 0
2002–03 30 3 0 0 0 0 30 3
2003–04 12 0 0 0 0 0 12 0
ჯამში 70 3 0 0 0 0 70 3
მეტალურგი 2003–04 11 1 0 0 0 0 11 1
2004–05 22 2 2 1 4 1 28 4
ჯამში 33 3 2 1 4 1 39 5
ოლიმპიაკოსი 2005–06 26 3 0 0 6 0 32 3
ჯამში 26 3 0 0 6 0 32 3
მონაკო 2006–07 27 5 0 0 0 0 27 5
ჯამში 27 5 0 0 0 0 27 5
ბარსელონა 2007–08 26 1 2 0 12 1 40 2
2008–09 25 2 5 1 10 0 40 3
2009–10 23 1 6 0 8 0 37 1
ჯამში 74 4 13 1 30 1 117 6
მანჩესტერ სიტი 2010–11 35 6 7 3 7 1 49 10
2011–12 32 10 0 0 11 3 43 9
ჯამში 61 12 7 3 18 4 92 19
ჯამში კარიერაში 291 30 22 5 58 6 377 43

ტიტულები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

ASEC Mimosas

  • კოტ-დ’ივუარის პრემიერ დივიზიონი: 2001

ოლიმპიაკოსი

  • საბერძნეთის სუპერლიგა: 2005–06
  • საბერძნეთის თასი: 2005–06

  ბარსელონა:

 მანჩესტერ სიტი:

ინდივიდუალური რედაქტირება

  • აფრიკის წლის ფეხბურთელი: 2011[4]
  • პრემიერ ლიგის წლის გუნდი: 2011–12

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Touré Yaya დაარქივებული 2013-10-17 საიტზე Wayback Machine. FC Barcelona
  2. „Yaya Toure“. FourFourTwo. ციტირების თარიღი: 2012-05-08.
  3. White, Duncan (23 May 2009). „Manchester United v Barcelona: Yaya Toure is Barca's unlikely defender“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 2012-05-08.
  4. „Yaya Toure is named Caf African Player of the Year“. BBC Sport. 22 December 2011. ციტირების თარიღი: 2012-05-08.