იაბლონეც-ნად-ნისოუ

იაბლონეც-ნად-ნისოუ (ჩეხ. Jablonec nad Nisou) — ქალაქი ჩეხეთში, ლიბერეცის მხარეში, იაბლონეც-ნად-ნისოუს რაიონის ცენტრი. მდებარეობს ლიბერეციდან 9 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ ნისის და მისი შენაკადების ხეობაში. 2011 წლის მონაცემებით 45 ათ. მცხ. ქალაქის ფართობია 31,38 კმ. იაბლონეც-ნად-ნისოუ განთქმულია მინისა და საიუველირო ნაკეთობების წარმოებით.

ისტორია რედაქტირება

ქალაქი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება 1356 წელს. XIX საუკუნის ბოლოს ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარების გამო დაიწყო ქალაქის სწრაფი ზრდა. 1888 წელს იაბლონეც-ნად-ნისოუ მიუერთდა სარკინიგზო ქსელს, ხოლო 1900 წელს ქალაქში გაიყვანეს ტრამვაი (იხ. ლიბერეცი-იაბლონეცის ტრამვაი).

გალერეა რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება