თქმულებები ჯედაებზე: მონანიება

თქმულებები ჯედაებზე: მონანიება“ (ინგლ. „Tales of the Jedi: Redemption“) — ხუთნაწილიანი სიუჟეტური თაღი ვარსკვლავური ომების კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორია კევინ ჯ. ანდერსონი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 2001 წლის 25 ივლისს გამოუშვა.

„თქმულებები ჯედაებზე: მონანიება“
ინფორმაცია გამოცემაზე
გამომცემელი კომპანია Dark Horse Comics
თემა ვარსკვლავური ომები
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა/კოსმოსური ოპერა
პერიოდულობა ყოველთვიური
ფორმატი სიუჟეტური თაღი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამოცემების რაოდ. 5
გაფართოებული სამყარო
ეპოქა სითები
სერია თქმულებები ჯედაებზე
გალაქტიკური წელი 3,986 იბ
კანონი C
წინა „დაუნახავი, გაუგონარი“
შემდეგი „გზაჯვარედინები“
სცენარის ავტორი კევინ ჯ. ანდერსონი
გარეკანის ავტორ(ებ)ი ალექსანდრ მაკ-დენიელი
კონტური კრის გოსეტი
მელანი კრის გოსეტი
ენდრიუ პეპოი
ფერი დეივ ნესტელი
შრიფტი უილი შუბერტი

სიუჟეტი რედაქტირება

ჰოგონის ხომალდი მოგზაურობს პლანეტა იავინ 4-ის ზედაპირზე. ჰოგონი უამბობს ულიკ ქელ-დრომას აქ დატრიალებული ამბების შესახებ. ულიკს ეს ადგილი არ მოსწონს. იგი საბოლოოდ რენ ვარზე დასახლდება.

ნომი სანრაიდერის შვილი, ვიმა, ტოვებს სახლს და მიემართება ულიკის საძებნელად. დედა მას სათანადო ყურადღებას არ უთმობს, ხოლო ვიმას სურს, ჯედაის ხელოვნებას დაეუფლოს. არაერთი თხოვნის შემდეგ ულიკი თანხმდება, შეასწავლოს ჯედაის საიდუმლოები, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში დაშვებული შეცდომების გამო თავს დამნაშავედ თვლის.

როდესაც ვიმას აკითხავს დედა, ჰოგონი კლავს ულიკს, იმ იმედით რომ სახელს გაითქვამს - ულიკი ხომ განთქმული დამნაშავეა. ასე თუ ისე, სიკვდილის წინ ულიკი დარწმუნდება, რომ იგი მხოლოდ იმისათვის გადარჩა, რომ სიცოცხლის ბოლოს ნომის შვილზე ეზრუნა.

გამოცემები რედაქტირება

  • მონანიება: ჯედაების შეკრება
  • მონანიება: მშვიდობის ძიება
  • მონანიება: შინ დაბრუნება
  • მონანიება: ჯედაის სასამართლო
  • მონანიება: ბატონი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება