თურქული ვიკიპედია

ვიკიპედიის თურქულენოვანი განყოფილება

თურქული ვიკიპედია (თურქ. Türkçe Vikipedi) — ვიკიპედიის განყოფილება თურქულ ენაზე. გაეშვა 2002 წლის 5 დეკემბერს. საინტერესოა, რომ მეასე სტატია თურქულ ვიკიპედიაში შეიქმნა მხოლოდ 2004 წელს. 2006 წლის ნოემბერში თურქული ვიკიპედია იყო ნომინირებული, ხოლო 2007 წელს პრემია „ოქროს ობობას“ (თურქ. Altın Örümcek) გამარჯვებული. დიდ ვიკიპედიებს შორის თურქულ ვიკიპედიას აქვს სიღრმის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი.

ვიკიპედიის ნიშანი თურქული ვიკიპედია
Türkçe Vikipedi
განყოფილების ლოგო
მისამართი: tr.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: თურქული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2002 წლის დეკემბერი
სტატიების რაოდენობა: 592 558
გვერდების რაოდენობა: 2 930 004
რედაქტირებების რაოდენობა: 32 266 427
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 1 574 007
აქტიური მომხმარებელი: 3 000
ადმინისტრატორი: 20
სიღრმე: 171.4

2017 წლის 29 აპრილს თურქეთში ვიკიპედია დაბლოკეს. თურქეთის ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების წარმომადგენლის განცხადებით — „ტექნიკური ანალიზისა და სამართლებრივი განხილვის შედეგად, ინტერნეტის მართვის შესახებ კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა ადმინისტრაციული ზომა საიტთან დაკავშირებით“, რის შედეგადაც ვიკიპედია თურქეთში დაიბლოკა. კონკრეტული მიზეზები არ დასახელებულა.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
თურქულ ენაზე
Türkçe Vikipedi