თინათინ (თინა) ხიდაშელი (დ. 8 ივნისი, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2015-2016 წლებში.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მაისი, 2015 – 1 აგვისტო, 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიმინდია ჯანელიძე
მემკვიდრელევან იზორია

დაბადებული8 ივნისი, 1973 (1973-06-08) (50 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საარჩევნი ოლქისაგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს რესპუბლიკური პარტია
მამაანზორ ხიდაშელი
დედაზიზილა ურგებაძე
მეუღლედავით უსუფაშვილი
შვილებიალექსანდრე (2000)
გრიგოლი (2006)
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1995)
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (1996)
ვაშინგტონის სამართლის სკოლა (1996)
პროფესიაიურისტი
რელიგიამართლმადიდებელი

ბიოგრაფია

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა (ბუდაპეშტი, 1996) და ვაშინგტონის სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა (1996). მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის კვალიფიკაცია.

1994-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, მთავარ სპეციალისტად, 1996-1997 წლებში იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი, 1997-1999 წლებში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტის დირექტორი, ასწავლიდა ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ინსტიტუტში, 2000-2004 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2002-2004 წლებში სახელმწიფო ანტიკორუფციული საბჭოს წევრია, 2004-2005 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველოს“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.

2005 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატი, გაეროს განვითარების პროგრამა, ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ევროპის საბჭო, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია, წამების პრევენციის ასოციაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა).

პოლიტიკური მოღვაწეობა

2005 წლიდან მეუღლესთან, დავით უსუფაშვილთან ერთად გაწევრიანდა საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში. უსუფაშვილი ამ პარტიის თავმჯდომარე გახდა, ხოლო ხიდაშელი იყო საერთაშორისო მდივანი 2009 წლამდე და დედაქალაქის საქმეთა მდივანი 2009-2012 წლებში. 2010-2012 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2012-2015 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

2015 წლის 1 მაისს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.[1]

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ასევე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო და იკავებდა ამ პარტიის თავმჯდომარის პოსტს 2005-2014 წლებში. ჰყავს ორი შვილი. მისი ჰობია თხილამურებით სრიალი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მინდია ჯანელიძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
2015 — 2016
შემდეგი:
ლევან იზორია