თინათინ ლეკვეიშვილი

თინათინ ლეკვეიშვილი (დ. 2 იანვარი, 1954, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (ცურვა), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1970-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოცურავე გულაღმა სტილით. 1970 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი (100-მეტრიანი დისტანცია), ამავე შეჯიბრებაში ვერცხლის მედლის გამარჯვებული კომბინირებულ ესტაფეტაში (4x100 მ.), 1970 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (200-მეტრი დისტანცია). ოთხგზის (1968–1971) საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ასმეტრიან და სამგზის (1970–1972) 200-მეტრიან (გულაღმა ცურვა) დისტანციაზე. დაასახელეს საქართველოს 1970 წლის საუკეთესო სპორტსმენად.

თინათინ ლეკვეიშვილი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 2 იანვარი, 1954(1954-01-02) (70 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
ქვეყანა საქართველო

ძირითადი შედეგები რედაქტირება

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
საწყლოსნო სახეობები   ესპანეთი, ბარსელონა ევროპის ჩემპიონატი 1970
 
საწყლოსნო სახეობები   ესპანეთი, ბარსელონა ევროპის ჩემპიონატი 1970
 
საწყლოსნო სახეობები   ესპანეთი, ბარსელონა ევროპის ჩემპიონატი 1970
 

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ლელო“, 1986, №1, გვ. 4.

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება