თინათინ გურიელი (გ. 1591) — კახეთის მეფე ლევანის მეუღლე, გურიის მთავარ მამია I გურიელის შვილი, კახეთის მეფე ალექსანდრე II და აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ VIII-ის დედა. ააშენა ახალი შუამთა.

თინათინი ნეკრესის ფრესკაზე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაბადა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი წარჩინებული გვარის, გურიელების ოჯახში. იყო გურიის მთავარ მამია I-ის ქალიშვილი. მისი ძმა როსტომ გურიელი მამიას მემკვიდრე და ასევე გურიის მთავარი იყო. 1520 წელს ლევანმა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლაშქარი და აღადგინა კახეთის სამეფო. ამაში მას დახმარება სთხოვა მამია I გურიელს, რომელსაც ასევე სთხოვა ქალიშვილის ხელი, რათა განემტკიცებინა ალიანსი. ლევანმა დაამარცხა დავით X მაღაროსთან ბრძოლაში, ხოლო მამია I შეიჭრა ქართლში. დავითმა, მამიამ და ლევანმა ზავი მუხრანში დადეს. მამიამ ქალიშვილი თინათინი ლევანს მიათხოვა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, თინათინ გურიელს ნანახი ჰქონდა წინასწარმეტყველური სიზმარი, რომლის მიხედვით მას წაიყვანდა წარჩინებული ქმარი, გზად კი შინდის ხეს დაინახავდა, სადაც უნდა აეშენებინა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. კახეთში ჩასულმა თინათინმა ახალი შუამთის მონასტერი ააშენებინა, ჯვარი კი გრემში დაიწერა.

ლევანი გარყვნილი ცხოვრების მოყვარული ადამიანი იყო, ამიტომ თინათინმა განქორწინება მოითხოვა და მიიღო კიდეც 1529 წელს. ის მის მიერვე აშენებულ ახალი შუამთის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად, სადაც გარდაიცვალა 1591 წელს.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: