თვითმფრინავი (მოძველებული სახელწ. აეროპლანი) — ატმოსფეროში საფრენად განკუთვნილი ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ძალოვანი დანადგარის და უძრავი ფრთის დახმარებით ქმნის აეროდინამიურ ამწევ ძალას. განასხვავებენ სამხედრო (საბრძოლო თვითმფრინავები და სპეციალური ავიაციის თვითმფრინავები) და სამოქალაქო თვითმფრინავებს; ხრახნიანს და რეაქტიულს; ბგერამდელს, ზებგერითსა და ჰიპერბგერითს; სახმელეთო და სახომალდო ბაზირების, ჰიდროთვითმფრინავებს და თვითმფრინავ-ამფიბიებს.

P-38 Lightning — ტყუპი ძრავის მქონე, ფიქსირებულ ფრთებიანი კონფიგურაციით.
F-16 Fighting Falconაშშ-ს ფიქსირებულ-ფრთებიანი სამხედრო თვითმფრინავი
ჰელიოსი ფრენის დროს

თანამედროვე თვითმფრინავები საწყისს იღებენ ძმები რაიტების გამოგონებიდან, რომლებიც ავიაციის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულნი არიან სტანდარტების დამდგენებად და რეკორდების დამმყარებელნად ავიაციაში, ხოლო თავად გამოგონება — „პირველ სტაბილურ და კონტროლირებად ჰაერზე მძიმე კვებით აღჭურვილ ფრენად.“[1] 1905 წელს მათმა შექმნილმა Wright Flyer III-მა შეძლო სრულად კონტროლირებადი, სტაბილური ფრენა დროის მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით. 1906 წელს უკვე აეროპლანის წარმოება ლეგალური გახადეს აშშ-ის პატენტით ნომერი 821,393.

ეტიმოლოგია რედაქტირება

მფრინავი ობიექტების პირველი დასახელება IXX საუკუნეში გაჩნდა. სიტყვა აეროპლანს აქვს ბერძნული წარმომავლობა ἀήρ (აერ), „ჰაერი“[2] და πλάνος (პლანოს), „ხეტიალი“.[3][4] ამ ორი ანტიკური ბერძნული სიტყვის შეერთებით გამოდის ἀερόπλανος (აეროპლანოს), რაც „ჰაერში (ცაში) ხეტიალს“ ნიშნავს.[5]ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და ასევე მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში საფრენი აპარატების აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „airplane“.[6] ჩანაწერი „airplane“ პირველად 1907 წელს გამოიყენეს.[7]

მზის ენერგიაზე მომუშვე თვითმფრინავები რედაქტირება

მზის ენერგიაზე მოუშავე თვითმფრინავები ენერგიას იღებენ ფოტოელემენტისაგან. 2010 წლის 8 ივლისს სოლარ იმპულსის ეკიპაჟი იყო პირველი, ვინც მზის ენერგიაზე მომუშვე თვითმფრინავით ღამით იფრინეს. [8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. François Benedetti. (17 დეკემბერი, 2003) FAI News: 100 Years Ago, the Dream of Icarus Became Reality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13.01.2011. ციტირების თარიღი: 20.05.2014.
  2. ἀήρ, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus
  3. πλάνος, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus
  4. aeroplane დაარქივებული 2011-05-16 საიტზე Wayback Machine. , Oxford Dictionaries
  5. ἀερόπλανος, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus
  6. ლაურენს ჰარგრეივი was one of the aviators to use the term "aeroplane" from an early date. "Is the air ship found?" New York Times, 3 January 1892.
  7. Merriam-Webster's Online Dictionary Airplane word origin
  8. მზის ენერგიაზე მომუშვე თვითმფრინავმა ღამით იფრინა energymatters.com.au.