თერმოპილე (ბერძ. Θερμοπύλαι ან Θερμοπύλες, სიტყვასიტყვით „თბილი კარიბჭე“) — ადგილი საბერძნეთში, სადაც ანტიკურ პერიოდში ვიწრო გასასვლელი იყო. ცნობილია ძვ. წ. 480 წელს აქ მომხდარი სპარტელებისა და სპარსელების ბრძოლით.

თერმოპილეს ვაკის დღევანდელი სახე. სპარსელთა და სპარტელთა ბრძოლის პერიოდისთვის ზღვის ნაპირი უფრო ახლოს მდებარეობდა კლდის ფერდობთან

გეოგრაფია რედაქტირება

ძველი საბერძნეთის პერიოდში ამ ადგილას იყო, სიგანეში თორმეტმეტრიანი ვაკე ადგილი, კლდის ფერდობსა და ზღვას (მალიის ყურეს) შორის.

ისტორია რედაქტირება

აქ ძვ. წ. 480 მოხდა სპარსელთა და სპარტელთა (სპარტელების მხრიდან მეომართა რიცხვი 300-ს შეადგენდა) შეტაკება, რომელიც სპარტელთა და მათი მეფის, ლეონიდასის თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, ამ უკანასკნელთა დამარცხებით დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება